“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე” – ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად აქციას გამართეს.
ჟუნალისტებს სამოქალო აქტივისტები და არასთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
”აქ შევიკრიბეთ იმიტომ რომ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ რომ, ძალიან ცუდად იქცევა. თუ ჩვენ არ გამოვხატავთ სოლიდარობას აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, სოლიდარობას იმ ადამიანების მიმართ, რომელთა უფლებებიც ირღვევა, მაშინ ხელისუფლება იფიქრებს რომ, ჩვენ ამას, ყველაფერს ვჭამთ, რომ ჩვენ ამაზე რეაქცია არ გვაქვს, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევეგუებით. ბატონებო, ჩვენ არაფერს არ შევეგუებით და ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ის, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, ეს სასაუბრო იქნება წლების და საუკუნეების განმავლობაში, იმიტომ რომ ის, რაც შეიძლებოდა წინა საუკუნეებში, 21-ე საუკუნეში აღარ შეიძლება და უკვე საკმარისია, იმიტომ რომ აჭარის ტელევიზიაში ეს პროცესები ახლა არ დაწყებულა, ეს უკვე გრძელდება ძალიან დიდი ხანია და ეს ყველაფერი არის მკაფიო და ნათელი. როცა მედია არ არის თავისუფალი, იმ ქვეყანაში საზოგადოება თავისუფალი უბრალოდ ვერ იქნება.” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ია იაშვილმა.
აქცია დღეს 11:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. ქუთაისელმა ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და პროდიუსერებს სოლიდარობა გამოუცხადეს.