,,ტიბეტის სულიერი ლიდერი ტენცზინ გიანცხო საჯაროდ აიცრა; საჯაროდ აიცრა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომენეი/ჰომეინი;
აიცრა რომის პაპი ფრანცისკე, მსოფლიო კათოლიკეთა სულიერი ლიდერი და თქვა: ,,აცრა ადამიანის ეთიკური არჩევანია, რადგან ვეთამაშებით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების სიცოცხლესაც.”
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი მოუწოდებს ყველას – აიცრან;
საქართველოს საპატრიარქო, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არავისთვის უნდა იყოს,
,,ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება”.
წყალი მაინც გაუკეთეთ და აჩვენეთ საჯარო მაგალითი ამ გზააბნეულ ქართველ ხალხს, თორემ
გავწყდით ამასობაში!!!
#აცრაჯობია”-წერს თენგიზ თოფურძე სოციალურ ქსელში.










