„არ არსებობს მტკიცებულება, რომ სურსათი ან სურსათის შეფუთვა დაკავშირებულია კორონავირუსის გადაცემასთან“, – განაცხადა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის საკვების პოლიტიკის საკითხებში კომისრის მოადგილემ ფრენკ იიანასმა.
მისი თქმით, ბევრად უფრო სავარაუდოა ინფიცირებულმა პირმა ვირუსი გაავრცელოს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით, ვიდრე დაბინძურებული სურსათის ან სურსათის შეფუთვის საშუალებით.
მან ასევე დასძინა, რომ თუ ადამიანი, რომელიც სურსათის ობიექტზე მუშაობს, კორონავირუსით დაინფიცირდება, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცი არ მიიჩნევს, რომ საჭირო გახდება ბაზრიდან სასურსათო პროდუქტების მასობრივი გაწვევა.
კითხვას, უნდა გარეცხონ თუ არა მომხმარებლებმა სურსათის შეფუთვა მაღაზიიდან სახლში მიტანისას, ფრენკ იიანასმა უპასუხა: „არ მივიჩნევთ, რომ სურსათის შეფუთვა ინფექციის გადაცემის ფაქტორია. პირადად მე, როდესაც სახლში მომაქვს სურსათი, შეფუთვას არ ვწმენდ“, – აღნიშნა მან.
თუმცა საქართველოში მიიჩნევენ, რომ საჭიროა მაქსიმალურად დავიცვათ სურსათი, შეფუთვა , თუ რაიმე საგნის ზედაპირები, რათა ხელი, რომელითაც შეიძლება სახეს -ცხვირს, პირს ან თვალს შევეხოთ, ნებისმიერ მათგანიდან შეიძლება ინფექციის გადამტანი აღმოჩნდეს.