,, Დასრულდა ესე სიზმარი მაკალუზე ? და აღსრულდა პირველი ჩვენებური ასვლა დედამიწის მეხუთე მწვერვალზე, სირთულით განთქმულ 8,486 მ. Სიმაღლის შავ პირამიდაზე. რათქმაუნდა დამხმარე ჟანგბადის გარეშე! ??❄️
Ჩვენი სამეულიდან ორნი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი 2019 წლის შემდეგ პირველები მოექცნენ მაკალუს მწვერვალზე, 7 კაცისგან შემდგარ ინტერნაციონალურ გუნდთან ერთად, მე კი წარმატებული ორგანიზატორის სახელს დავჯერდი და ჩემი გაკვეთილიც მივიღე.
Ექსპედიცია მშვიდობით დაბრუნდა თბილისში, მწვერვალზე კი ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატად საქართველოსთან ერთად უკრაინის დროშაც გაიშალა!
?? ??
Ექსპედიციის მსვლელობაზე: გზა კატმანდუდან მანქანით დაიწყო, მთისაკენ გზა (900 მ – 5700მ) როგორც წინ, ისე უკან ფეხით გავიარეთ.
12 აპრილს გავმართეთ საბაზო ბანაკი მაკალუს ძირში 5,700 მ-ზე. ამის შემდეგ პირველებმა გავკვალეთ გზა პირველ და მეორე ბანაკებამდე (6,450 მ.), შემდეგ 7000 მეტრამდე, შემდეგ მესამე ბანაკამდე (7,450) და ბოლოს მეოთხე ბანაკამდე (7,600), ბევრგან დავამუშავეთ რთული მონაკვეთები და მოვნიშნეთ გზა.
Ამის შემდეგ შერპებმა დაკიდეს თოკები 8000 მეტრამდე (აქ მათ დახვდათ ყინული და ერთი ადამიანი მოწყდა, დაეშვნენ), შემდეგი მიძალება გაერთიანებული შერპების და ეკვადორელი მოსიმაღლე ესტებან “ტოპო” მენას გუნდის მიერ მოხდა, მათ თოკი მწვერვალის აივნამდე მიიყვანეს და დაეშვნენ.
Შემდეგ შტურმში, რომელიც ბოლოს და ბოლო მწვერვალზე ასვლით უნდა დაგვირგვინებულიყო ჩვენც ვმონაწილეობდით და მწვერვალის დღედ 9 მაისი შეირჩა.
Მწვერვალის გზა, რომელიც მთლიანად ტიბეტის მხარეს გადის, გრძელი და დამღლელია, ტექნიკური სირთულე 8,200 მეტრს ზემოთ იმატებს, ამინდი ამ სიმაღლისთვის კარგი, თუმცა ქარის ნაკადებით და ღრუბელს ამოფარებული მზით იყო.
Მეოთხე ბანაკიდან ღამის 00სთ-ზე დავიძარით, ამ მომენტში ყველა ერთად შევიკრიბეთ, ასე 10-ნი.
მთელი ღამის განმავლობაში, დილის 6 სთ-მდე მარტომ ვიარე (უფრო ვიბრძოლე), 8000 მ-ს რომ გავცდი თვითშეგრძნების უცნაური გაუარესების და მოყინულობის საშიშროების გამო, რაც მთელ ღამეს ძალას მაცლიდა – გადავწყვიტე მობრუნება.
Ბიჭები ამ დროს ფრანგულ კულუარში იყვნენ, შერპებმა გაიტანეს ბოლო მონაკვეთზე თოკი და დილის 9:40 სთ-ზე ბიჭები ავიდნენ მწვერვალზე! ??‼️
Ამაღლებული განწყობით აღიმართა საქართველოს და უკრაინის დროშები, ქართული ღვინოც იქვე იყო! ??
⚠️ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მთლიან პროცესში, ჩემი ვერ-ასვლა და 8000 მეტრზე მობრუნება პირად დანაკლისად მიმაჩნია.
საერთო საქმეს რაც შეეხება, როგორც გიორგის და ბაქარის მეგობარს და ექსპედიციის ორგანიზატორს მეამაყება, რომ ექსპედიცია წარმატებით და მშვიდობით წარიმართა, სტრატეგიული შეცდომების და ტრავმების გარეშე, წინა თაობების ნანატრი კი ასრულდა, ქართველები მაკალუზე ავედით, თანაც ასე ყოჩაღად!
⚡️⚡️ Წელს მაკალუსთვის და ზოგადად ჰიმალაებში ასვლებისთვის კარგი სეზონი გამოდგა, ბევრი ამინდის ფანჯრით, თუმცა უჟანგბადო ასვლები მაღალ რვაათასიანებზე (Top 5) ნებისმიერ ვარიანტში ძალიან რთული და იშვიათია, დღესაც კი, როდესაც კომერციული ასვლების გადამკიდე კომერციულ მთებზე კლასიკური მარშრუტები სრულად დამუშავებულია და ადამიანური რესურსითაც საკმაოდ განებივრებული (ეს ნაკლებად ეხება არაკომერციულ გიგანტებს, რომლებშიც დიდწილად მაკალუც შედის).
შევეცდები ჩამოვწერო მაკალუზე დამხმარე ჟანგბადის გამოყენების გარეშე ამსვლელთა სია ქრონოლოგიურად (ეს ადამიანები 4 ამინდის ფანჯრის განმავლობაში არა-ფორმალურად, არამედ რეალურად იდგნენ 8,486 მეტრზე და მათი მიღწევა გამოსარჩევია სხვებისაგან:
1. Გიორგი ტეფნაძე (თბილისი)
2. Ბაქარ გელაშვილი (ბორჯომი)
3. Ნიკოლას მირანდა (ეკვადორი)
4. Კარლ ეგლოფი (ეკვადორი)
——————-
5. Სებასტიან ფუქსი (გერმანია)
——————
6. კარლა პერეზი (ეკვადორი)
7. Ესტებან “ტოპო” მენა (ეკვადორი)
——————-
8. Მინგმა ჯი შერპა (ნეპალი)
9. Სერბაზ ხანი (პაკისტანი)
10. Ვიქტორ რიმაკი (პერუ)
___________________________________________________
Მადლობა მხარდაჭერისთვის ახლობლებს!
Მადლობა გვერდში დგომისთვის და ექსპედიციის სპონსორობისთვის:
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია!
__________________________
#მაკალუ #ჰიმალაები
#მთამსვლელობა #ქართულიალპინიზმი
#დამხმარეჟანგბადისგარეშე
#Makalu #Himalayas #eightthousanders
#NoO2 Satori Nepal #Highaltitude
#naturalstyle #Georgianexpedition
— In English later / gimme some time — წერს ექსპედიციის ორგანიზატორი და მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი.