“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ ..ადრე ვითვლიდი უჩემოდ მეთქი ეხლა პირიქითა დედი …აღარ ისმოდა თქვენი სიცილი კისკისი და მადლობები დეე მხოლოდ ტირილი და ცრემლი იყო …როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის დეე….აუტანელია ეს ყველაფერი …ნეტავ ისევ უჩემოდ აღგენიშნათ დე…”
ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპული ტყუპების დედა მძიმე პოსტს აქვეყნებს. 25 აპრილს ანა და ქეთი 15 წლისანი უნდა გამხდარიყვნენ . მათ საფალავზე ნათესავები, ოჯახის ახლობლები და გოგონების თანაკლასელები შეიკრიბნენ.
7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, მეწყერი ჩამოწვა, რამაც 4 სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი დები.









