ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“შემოვედი, რომ სიხარულით დამეწერა – ჩემმა 71 წლის ორჯერ აცრილმა მამამ კოვიდი მშვიდობით გადააგორა, აგერ მეორე დღეა სიცხეები აღარ აქვს-თქო…
და ისეთი ამბები დამიხვდა, რომ აღარ ვიცი უფრო მიხარია, რომ მამაჩემი გამოძვრა და ამ საშინელი სტატისტიკის ნაწილი არაა, თუ უფრო მეტირება, რომ ვიღაცეებს დღეს დედაც და მამაც წაართვა კოვიდმა…
ა ი ც ე რ ი თ
გთხოვთ!!!!!”, – წერს რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში.