LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აქციების დროს დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს

აქციების დროს დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს

დაპოსტა 2025/01/11-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დააყენა. მისი განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი.

როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

როგორც ადვოკატმა განმარტა, სასამართლოს სწორედ აღნიშნულმა შემადგენლობამ შეუფარდა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ყოველგვარი არგუმენტისა და იურიდიული საფუძვლის გარეშე. კოჟორიძის თქმითვე, კითხვა ჩნდება, თუკი, სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს, რა გახდა იმის წინაპირობა, რომ სასამართლომ დაკავებულების მიმართ უსაფუძვლოდ გამოიყენა პატიმრობა.

კოჟორიძის შუამდგომლობას დაეთანხმნენ დანარჩენი ადვოკატებიც. შოთა თუთბერიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, საქმე სხვა მოსამართლემ განიხილოს, რომელზეც მინიმუმ განცდა არ იქნება, რომ გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ეს შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განმარტა, თუ რატომ არ აიცილა საქმე. როგორც მან განმარტა, მის მიერ დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ზემდგომმა ინსტანციამ ძალაში დატოვა, შესაბამისად, ეს გარემოება, რომ წინა აღკვეთი მან განიხილა, ვერ გახდება მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ამ წუთებში, სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

ძამის ხეობაში, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.  დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ამ მორიგ გადაგდებას არ აიტანენ – პოლიტიკოსები ელჩების განცხადებაზე
მთავარი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

12 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ღირსისა ონოფრე გარეჯელისა, საკვირველთმოქმედისა (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე). ღირსი ონოფრე გარეჯელი (XVIII საუკუნე). იგი იყო ქართველი აზნაური, რომელიც უარყო სოფლის დიდება და გარეჯის უდაბნოში შევიდა სამოღვაწვოდ....

დაწვრილებითDetails

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. იმოქმედეთ თავდაჯერებულად, თუმცა მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.   კურო   ხელსაყრელი დღეა ფინანსურ საკითხებსა და პირად ურთიერთობებზე ზრუნვისთვის. მოთმინება სასურველ შედეგს მოგიტანთ....

დაწვრილებითDetails

12 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მდგარი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს...

დაწვრილებითDetails

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"