24 საათიანი პატიმრობის შემდეგ, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვეს.
გათავისუფლების შემდეგ აქტივისტებმა თქვეს, რომ პოლიციას მათი დაკავების საფუძველი არ ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
ცნობისთვის, 12 ივლისსს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ გადაინაცვლეს










