ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მოსახლეობა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებისთვის მიმდინარე აფეთქებებს აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთ გვირაბი მათი სოფლის ქვეშ გადის, რაც მათ საფრთხეს უქმნის. აფეთქების დროს დაზიანდა სახლები და ჩავარდა მიწა. მოსახლეობა მოითხოვს, გვირაბის სამუშაოები აფეთქების გარეშე, სპეციალური ტექნიკით შესრულდეს. ადგილობრივები კომპენსაციას, ან გასახლებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, კომპანია სამუშაოების განახლებას პოლიციის ძალით გეგმავს, რის საპასუხიდაც ადგილობრივები აქციის გამართვას აპროტესტებენ.
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...










