,,დღეს, 10 ივნისს, მზის დაბნელებაა.
ასტროლოგიურად რთულ დღესთან ახლოს მნიშვნელოვანი, რადიკალური მოვლენები ხდება და გამომდინარე აქედან, ადამიანს მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს.
ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ წერს:
“10 ივნისს, თბილისის დროით 14:52 საათზე მზის რკალისებური დაბნელებაა, ტყუპების 19°47-ზე. ამ დაბნელების წერტილი რეტროგრადულ მერკურისთან შეერთებაში მოდის. ამავე დროს აქვს კვადრატი ნეპტუნთან და ტრინი სატურნთან.”









