დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის “პრესსამსახური” ავრცელებს.
ბჟანია მოსკოვში “სამუშაო ვიზიტით” იმყოფება.
“ასლან ბჟანიამ და სერგეი ლავროვმა განიხილეს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარება,” – წერს “პრესსამსახური”.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ლავროვს მომავალი დიპლომატების დღე მიულოცა და წარმატებული მუშაობა უსურვა.










