ტელეკომპანია “პირველის” წამყვანი და ყოფილი დირექტორი ინგა გრიგოლია ქუთაისში, მედიის წარმომადგენლების მიერ გამართულ პერფორმანსს ეხმაურება და კოლეგებს მადლობას უხდის გამოჩენილი სოლიდარობისთვის.
“ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა. ეს ქუთაისია ,სადაც იუსტიციის მინისტრს, ჟურნალისტების პროტესტის გამო, დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლა მოუხდა. ასეთია გაბრაზებული მედიის ძალა და სოლიდარობა! ბრავო, კოლეგებო! ბრავო!
პროტესტს არ შევწყვეტთ, სანამ ჩვენს წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, არ მიიღებთ პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებას და რაც უფრო მეტად დაგვწამებთ ცილს და დაგვადანაშაულებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მით უფრო გამწვავდება მედიის პროტესტი” – წერს გირგოლია.