LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“არ ჯობია, საერთოდ ავკრძალოთ ყოველგვარი ოპოზიცია”- დაანონსებულ საკანონმდებლო ცვილებას ფეისბუქში ეხმაურებიან

“არ ჯობია, საერთოდ ავკრძალოთ ყოველგვარი ოპოზიცია”- დაანონსებულ საკანონმდებლო ცვილებას ფეისბუქში ეხმაურებიან

დაპოსტა 2025/02/03-ში
A A
102
ნახვა
გაზიარება
“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვილებებს მოქალაქე ვრცელი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება:
“ყოველმხრივ შესანიშნავი და კეთილშობილური ინიციატივაა, რასაკვირველია, მით უმეტეს „განსაცვიფრებელი დემოკრატიის“ კვალობაზე, რომელიც წარმატებით დავამკვიდრეთ 2 თუ 3 წელია, წყალტუბოს აღორძინების არ იყოს.
აი, მაგალითად: ავაზაკ-ბოროტმოქმედებს აშკარად განზრახული აქვთ, განახორციელონ თავდასხმა მოქალაქეზე, „ჯგუფურად, არაერთგზის, საშიში საშუალებებით“ და ა.შ., ან მათ გარეშე. თუკი ამ დროს მოქალაქე შეატყობს, რომ ვერაა მისი მომავალი გაფურჩქვნილი, იშიშვლებს ქსივას, რომელშიც მითითებული იქნება, რომ იგი არის „პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე“. ავაზაკ-ბოროტმოქმედი, ამას რომ დაინახავს, ეცოდინება რა, რაოდენ მკაცრი სასჯელიცაა გათვალისწინებული მსგავსი ქმედებისათვის, მაშინვე ბოდიშს მოუხდის აღნიშნულს და სახლამდე მიცილებასაც შეპირდება უსაფრთხოებისათვის.
ამ კეთილშობილურ საქციელს რომ ჩაიდენს, გაეშურება სხვა ბნელ ჩიხში, რათა ამჯერად ისეთ მოქალაქეზე „განახორციელოს თავდასხმა“, რომელსაც მსგავსი ქსივა არ ექნება და სასჯელიც 10-ჯერ ან 1000-ჯერ მსუბუქი იქნება, ან სულაც არ იქნება და პირიქით, ჯილდოსაც კი მიიღებს ამისთვის – მაგალითად, თუ თავდასხმას განახორციელებს „სხვაგვარად მოაზროვნეზე“, „დისიდენტზე“, „ექსტრემისტზე“ (ძველი საბჭოური ტერმინებია, ალბათ მალე ამათაც გააცოცხლებენ კანონმდებლობით), რადიკალზე, ლიბერალ-ფაშისტზე და, ფუი ეშმაკს – თვით ოპოზიციონერზე.
ვიშ, საყვარელო!!! ოღონდ, კარგი იქნება, ქსივაში პირდაპირ ჩაწეროთ, რომ მისი წარმომდგენი ნამდვილადაა „პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე“ და მასზე თავდასხმა ისჯება 100-დან 200 წლამდე ან უვადო პატიმრობით, თორემ აქაური განათლების პირობებში ავაზაკმა კი არა, პროფესორმაც კი არ იცის, ვინ პოლიტიკური თანამდებობის პირია და ვინ – მოსამსახურე თუ მოახლე.
მიუხედავად თქვენი უკიდურესი განსწავლულობა-შორსმჭვრეტელობის და ჩემი ერთობ მოკრძალებული იურიდიული ცოდნა-გამოცდილებისა, მაქვს რამოდენიმე „დამაზუსტებელი“ შეკითხვაც განზრახულობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთი მუხლის გამკაცრებასთან დაკავშირებით:
– გასაგებია, რომ ყოველგვარი მკაცრი სასჯელის ღირსია, დახვრეტის ჩათვლით, თუ ვინმე სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს ჩვენ უძვირფასეს პოლიტიკური თანამდებობის პირს ან საჯარო მოსამსახურეს „მის საქმიანობასთან დაკავშირებით“, მაგრამ ხომ არ აჯობებდა (შემთხვევით ვინმე უდანაშაულო რომ არ შემოგვეხვრიტოს), დაგვეზუსტებია:
ა) რას ნიშნავს „სიტყვიერი შეურცხყოფა“? მარტო ზეპირს თუ წერილობითსაც, მაგალითად, ფეისბუქში?
ბ) რას ნიშნავს „მის საქმიანობასთან დაკავშირებით“? მაგალითად, თუ მინისტრის ან კანცელარიის გამგის მიმართ ვიტყვი/დავწერ უბრალოდ, იდიოტიათქო – არაფერი, მაგრამ თუ მივმართავ „შე იდიოტო შენ საქმიანობასთან დაკავშირებითთქო“, ან „შე იდიოტო მინისტროთქო“, მაშინ – ოოო?
უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ცოტაოდენ წინააღმდეგობაში ხომ არ მოვალთ „გამოხატვის თავისუფლებასთან“ ან „თმენის ვალდებულებასთან“?
– მოვალთ და გითქვია? მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მოძველებული ამბებია, იმათი მოგონილი, საქართველოს დაუძინებელი მტრები რომ არიან და ახლა თავიანთი რიგებიდან რომ გვაძევებენ (უკაცრავად – ჩვენით გამოვდივართ) რიხინ-რიხინით – ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და რა ვიცი კიდევ, ვინ არა?
თქვენიც გამკვირვებია! რას ელოლიავებით ამ ვიღაცა ლიბერასტებს? ჩვენ ხომ ახლა ისეთი „სუვერენულები“ ვართ, მეტი რომ არ შეიძლება და დემოკრატიასაც იმას დავარქმევთ, რასაც საჭიროდ ჩავთვლით? ვინ კითხავს ეუთო/ოდირს, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიას, რას ჩავწერთ ჩვენ კანონმდებლობაში და რა უბედურებას დავატრიალებთ აქ?
ხოდა, ამდენ დავიდარაბას, არ ჯობია, საერთოდ ავკრძალოთ ყოველგვარი ოპოზიცია და პარტია, ერთის გარდა, რომელიც სულ ხელისუფლებაში იქნება? ხელისუფლების ყოველგვარი კრიტიკაც ავკრძალოთ, ზეპირი იქნება თუ წერითი! ვინც ოდნავადაც დაარღვევს ამ აკრძალვებს, ადგილზევე დავხვრიტოთ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე და მოისვენებს ხალხი ამდენი რია-რიისაგან!
ცუდი იქნება ვითომ? სწორედ მასე ვიცხოვრეთ 70 წელი მშვენივრად. ახლაც ნეტარებით იხსენებს ბარეორი მაშინდელ ბედნიერებას. დავარქვათ ჩვენც ამ ყველაფერს „სახალხო დემოკრატია“, როგორც ქვიოდა ადრე (ახლა ზოგიერთი, ლარსს იქით, „სუვერენულ დემოკრატიას“ ეძახის) და დავბრუნდეთ დიდებულ წარსულში! ნეტაი იმ დროს!!!”- წერს ის
May be an image of 1 person and text
გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია 51 პირი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

პოლიციამ, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 11, 2026
0
თერჯოლაში დაჭრილი ყანჩა გადაარჩინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. „წითელი ნუსხით“ დაცული...

დაწვრილებითDetails

გარ­და­იც­ვა­ლა ორ­სუ­ლი ქალი – ვერ მოხერხდა ნაყოფის გადარჩენაც

by თამარა ქავთარაძე
მარტი 11, 2026
0
5 თვის ნაყოფი დაიღუპა –  როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც მანქანა დაეჯახა
მთავარი

თე­ლავ­ში ორ­სუ­ლი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით 44 წლის ქალი 8 თვის ორ­სუ­ლი იყო და თე­ლა­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბო ფიქ­რო­ბენ, რომ მი­ზე­ზი სის­ხლძარ­ღვებ­ში წარ­მოქ­მნი­ლი თრომ­ბი გახ­და, რად­გან ქალი სწო­რედ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"