,,მე რომ ავად ვიყავი . ავად რომ ვიყავი და სიკვდილთან ერთად მეძინა ,ვფიქრობდი . ვფიქრობდი ბევრს და აღმოვაჩინე კიბომდელი ჩემი თავი . რომელიც იმდენადვე ავად იყო , როგორც პაკლიტაქსელის გადასხმისას .
საკუთარი თავი კიბოს მერე ვიპოვე . ყოველ დღე ვდგებოდი სარკესთან შიშველი . გადაკრული მკერდით , გაცვენილი თმით , ნაცრისფერი კანით . საკუთარ თავს ვუყურებდი სარკეში და ყოველ დღე ვპირდებოდი , რომ თუ გადავრჩებოდი ,თუ არ მოვკვდებოდი ჩემი ოცნების მარიამი გამოვიდოდი.
მხოლოდ მე და ჩემმა თავმა ვიცით რა გამოვიარეთ დაბადებიდან კიბომდე და კიბოდან დღევანდელ დღემდე . მხოლოდ ჩვენ ვიცით და ვერც ვერავინ გაიგებს .
მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით რა გვინდა და რაზე ვოცნებობთ . როგორ ვიქნებით …
არ უნდა მოვმკვდარიყავი . არ უნდა გამქრალიყო ეს გოგო ოცნებების აუსრულებლად .
აუცილებლად უნდა გადამეღო ეს ფოტო . დამეხედა და მეთქვა
-ყოჩაღ , ბადარა მარო . ყველაფერი გაქვს რაც გინდოდა …” – წერდა მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში სიმსივნის დამარცხების შემდეგ.
მარიამი გუშინ მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.










