“სამინისტროსთან ყველა პროექტზე უარი ვთქვი თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ, არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ამას ვაცხადებ ჩემი გამოცდილებიდან, ფაქტებიდან. გამოაცხადეს, ჩვენ ახლა შევქმენითო საკომისიო ჯგუფსო,რომელიც გეგმას დაწერს კოვიდის დროს რა უნდა ვქნათო, 2 თვეში უნდა დაედოთ ეს გეგმა, მე-2 წელია და არაფერი არ დევს. რა გამოდის, ეს პოპულუსტური განცხადება არ არის? მე არ მინდა ასეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც ვერ ხვდებიან რატომ ვაკეთებ რაღაცას. ის ფესტივალი რაც კეთდება იყო უსასყიდლო, ყველა ესწრებოდა უფასოდ და რატომ კეთდებოდა, იმიტომ რომ მუსიკოსები ჩართულიყვნენ, მათთვის ყოფილიყო ხელშეწყობა, საავტორო მუსიკის პოლულარიზაცია ყოფილიყო. აქეთ როკის სცენა გვქონდა, იქეთ ქუჩის მუსიკა იყო, 6 თვის განმავლოაბში ბევრი აქტივობა ხორციელდებოდა, რომელიც საგანმანათლებლო იყო,მერე ფერების ფესტივალთან ერთად იყო დიდი კონცერტი, სადაც ცოტა უფრო პოპულარული ჯგუფები მონაწილეობდა. არ მინდა მივიღო დაფინანსება ადამიანებისგან, რომლებიც ვერ ხვდებიან რას აფინანსებენ და რატომ აფინანსებენ. ამით პროექტიც ფუჭდება, იდეაც ფუჭდება. “-ლევან გელიაშვილი.
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის სხვადასხვა რანგში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის...