LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” არ ინერვიულოთ, მივედით, ის გადარჩება…მაშინ,უფალი ჩვენთან იყო გემბანზე…”- თამუნა გვილავას საშობაო ისტორია

” არ ინერვიულოთ, მივედით, ის გადარჩება…მაშინ,უფალი ჩვენთან იყო გემბანზე…”- თამუნა გვილავას საშობაო ისტორია

დაპოსტა 2025/01/08-ში
A A
251
ნახვა
გაზიარება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, თამუნა გვილავა საშობაო მილოცვას ავრცელებს:
იმ დღეს არ იყო უფლის შობა, ზაფხული იყო, როდესაც შენი გულივით მობობოქრე ზღვაში მივაპობდით გემით გზას…
არც იმ უცხოელ, ოთხ ადამიანს ვიცნობდით მანამდე, ჩვენს გარდა ვინც იყო გემბანზე..
ისე არასოდეს მეჩქარებოდა, როგორც მაშინ, როდესაც შენი გაფითრებული სახიდან მზერა წყვდიადში გადამქონდა და ნაპირს ვეძებდი…
ვიცოდი ნაპირზე შენი ხსნა იყო.
ვიცოდი, რადგან იმ ღამით უფალი იყო ჩვენთან გემბანზე…
უფლის სახე ჰქონდათ იმ მეზღვაურებს ერთმანეთს რომ ენაცვლებოდნენ შტურვალთან და ჩვენთან მონაცვლეობით მორბოდნენ შენს გასამხნევებლად, დასახმარებლად…
ღვთისმშობლის სახე ჰქონდა იმ სათნო ელინელ ქალბატონს,( მოგვიანებით, კლინიკაში გავიგე რომ ანდრიანა ჰქვიებია) საკუთარი, გემბანის იატაკზე მწოლიარე, მომაკვდავი დედა რომ მიატოვა და შენს გვერდით, ძლივს დგებოდა, აზვირთებულ ტალღებში, ბოლო სიჩქართ მიმავალ და მოხტუნავე გემზე, შენთვის სიმწრის ოფლი რომ მოეწმინდა…
მე? მე უფლისგან ძალა შთაბერილი, უმწეო, მაგრამ ყველაზე ძლიერი ქალი ვიყავი მაშინ და ვცდილობდი, დედაც ვყოფილიყავი შენი და მეცხედრეც, რომელიც იბრძოდა…
იბრძოდა უფალთან ერთად, შენს გადასარჩენად….
საათი და ოცი წუთი იყო ის ჯოჯოხეთის გზა, რომელიც გავიარეთ და რა დროსაც უფალს არ მივუტოვებივართ…
Don’t worry, we’re here. He will survive
არ ინერვიულოთ, მივედით, ის გადარჩება…
ეს სიტყვებიც მეზღვაურის პირით გვითხრა მაშინ უფალმა და ზღვის წყვდიადიდან, ჯოჯოხეთიდან გამოღწეულებს წინ სამოთხე დაგვახვედრა …
ჰო, სამოთხეს ჰგავდა დაბალ მთებზე შეფენილი, ღამის განათებებით აბრჭყვიალებული ზღვისპირა ქალაქი, სადაც ყველაზე მკვეთრად, ეკლესია და მისი მაღალი გუმბათი ელავდა…
ყველაზე მეტად მაშინ და უფრო ადრე, იმ დროს გაიწელა დრო, როდესაც შვილი გავაჩინე და თავიდან არ იტირა…
კიდევ მაშინ როდესაც ექიმს ისტერიკა მოვუწყვე და კოვიდის დროს რეანიმაციაში ჩემს შეყვანს ვაიძულებდი, დედა რომ მენახა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით დავაგვიანე… დედამ ზეცაში გამასწრო, მე რომ კოვიდი არ გადამდებოდა…დამიფარა..
კი, უსაშველოდ გაიწელა დრო..არადა წამებში მოხდა შენი გემბანიდან გადაყვანა და იმ რეანიმობილში ჩასმა, ნაპირზე ჯერ კიდევ იმ დროიდან რომ გელოდა, ვიდრე ჩვენ, წინა კუნძული დავტოვეთ…
მერე?
მერე ბუნდოვნად მახსოვს ქუჩები, აი ისეთი, ჩვენთან რომ საახალწლოდ ანთებენ, ძალიან ლამაზი როა…
უფალი რეანიმობილშიც ჩვენთან ერთად იყო, მერე შენ წამოგყვა რეანიმაციაში და შენი ხმა, უფრო მისას ჰგავდა , თამუნაო, როცა დამიძახე…
მერე შენ კარდიორეანიმაციაში გადაგიყვანეს…
მერე ჩემთან იყო უფალი. ძალაგამოცლილს, სამი დღე და ღამე სკამზე დამჯდარს, თუ მისი ხატების წინაშე მუხლმოდრეკილს შენს გადარჩენას როცა ვთხოვდი… დასივებული ფეხებით, დღეში ასჯერ რომ ავდიოდი და ჩამოვდიოდი უცხო ქვეყნის, შორეულ, ულამაზეს კუნძულზე არსებულ კლინიკაში, მაშინაც ჩემთან იყო…
წუხელაც ჩემთან იყო, ჩვენთან იყო…
თავიდან იშვა ჩვენს გულებში…
შობას გილოცავ ორჯერ დაბადებულო.
არასდროს მიგატოვოს უფალმა შენ და ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ჩემი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.
წუხელ ალილოს ვმღეროდით, დღეს მზიანი დილა გათენდა.
სულ ასე ლამაზად გაათენე უფალო ყოველი დღე დედამიწაზე გთხოვ… – ვკითხულობთ პოსტში.
გაზიარება100

დაკავშირებული -პოსტები

ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? . ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი -...

დაწვრილებითDetails

ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? არა, არ ვცხოვრობთ! – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,არ მოკლათ თქვე უღმერთოებო, არ მოკლათ!” -გიგა მაქარაშვილი
მთავარი

ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. სააკაშვილის...

დაწვრილებითDetails

„რისი გაკეთება არ შეიძლება 12 ოქტომბერს” – ეზოტერიკოსის რჩევა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

` 12 ოქტომბერი, 2026 გარდამავალი ეტაპის, შემოქმედებისა და მსახურების დღეა. ამ დღის ენერგია წვრილ, უხილავ ხიდს ჰგავს წარსულსა და მომავალს შორის. ეს ის დროა, როდესაც სული გვთავაზობს, შევჩერდეთ, საკუთარ შინაგან...

დაწვრილებითDetails

რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში, -...

დაწვრილებითDetails

დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია, 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
მთავარი

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12...

დაწვრილებითDetails

სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულ ბავშვს ქუთაისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პასუხისმგებელმა პირმა ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და საგანმანათლებლო...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს მათთვის, ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრა. „პროფესიული ტესტირება 24-25 ოქტომბერს ჩატარდება - საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები 2026 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და...

დაწვრილებითDetails

მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ
მთავარი

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დემუროვის შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ მისი ვარაუდით, მამაკაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა. აკაკი დემუროვი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"