“BBC-ის ჟურნალისტი: თქვენ ერთხელ თქვით, რომ არ შეიწყალებდით მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ კი თქვით, რომ მის შეწყალებაზე უარს არ ამბობთ. გამოდის, რომ კითხვის ნიშანია.
ზურაბიშვილი: დიახ, კითხვის ნიშანია.
BBC-ის ჟურნალისტი: საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა თქვა, რომ სააკაშვილის სიკვდილი ციხეში იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის. ეთანხმებით.
სალომე: მე არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში მოკვდება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ მოხდეს. რადგან ვეთანხმები მაკფოლს, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი დარტყმა საქართველოს რეპუტაციაზე. ამავე დროს, მისი ექსტრადირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.
BBC-ის ჟურნალისტი: შეიძლება, რომ ეს მოხდეს?
ზურაბიშვილი: შესაძლოა”
დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...










