,,არ დაგინდობთ!!! ახლა აფრიალეთ დედებო,და იამაყეთ თქვენი შვილების ჯილდოებით!!!!! მასეთ განათლებას რა ვუთხარი,არა ადამიანები გყავთ სახლებში…ჩემი შვილის სიცოცხლე ყველაფერზე მაღლა დგას.არ დაგინდობთ არავის!!!!!!მეზობელი ხარ,კლასელი ხარ, თუ ვინც ხარ სულ არ მაინტერესებს,დაისჯებით კანონის სრული დაცვით!!!!!!!!თუ ვინმე ოდნავ მაინც შეხებიხართ ჩემს შვილებს!!!!!” – წერს არასრულწლოვანის დედა, რომელსაც აბულინგებდნენ.
,,გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელი გოგონას მიმართ თანასკოლელებისაგან თვეებია ბულინგი არ წყდება. სკოლა დუმს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ჭელიძე დაწერა და ფოტო გაავრცელა.
როგორც წერილიდან ირკვევა გოგონას თანაკლასელები თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ.
ლევან ჭელიძემ ვიდეო ჩართვაში განაცხადა რომ არასრულწლოვანი გოგონა დედას გამოუტყდა, ის მართლა აპირებდა ამის გაკეთებას. მისივე თქმით კლასის დამრიგებელი და სკოლის დირექტორი ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, თუმცა მათ არაფერი მოიმოქმედებს.
როგორც ლევან ჭელიძემ მოგვიანებ ფეისბუკ გვერდზე დაწერა შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.










