“ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 1 000 სტუდენტის შეგროვებაც ვერ მოხერხდა და მხოლოდ 246 ჩაირიცხა – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ქუთაისში გიგა შუშანიამ განაცხადა.
“ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვიყავით მართლები რომ შეუძლებელია ცალკე აღებული საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის განხოციელება და ეს ვერ ჩაანაცვლებდა ვერც საპარლამენტო ქალაქს, ვერც სამთავრობო და პოლიტიკური ცენტრის სტატუსს. ეს ნიშნავს იმას რომ “ქართული ოცნების” მავნებლური გადაწყვეტილების გამო ქუთაისმა დაკარგა 8 წელიწადი. ეს ნიშნავს რომ უნივერსიტეტში არც ერთი უცხოელი სტუდენტი არ ჩარიცხულა. დრომ დაადასტურა რომ ქუთაისს ჭირდება უფრო მნიშვნელობანი ფუნქცია, ისეთი როგორიც არის პოლიტიკური ცენტრის, სამხეთ კავკასიის ტურისული ცენტრის ფუნქცია.
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა პირდება ქუთაისელებს რომ არჩევნებამდე ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონს ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, სადაც იქნება განსაზღვრული პოლიტიკური ფუნქცია, პარლამენტის ადგილმდებარეობა, ასევე ბიუჯეტის ფორმირების პროცესი რომ, მინიმუმ 150 მილიონიანი ბიუჯეტი ქონდეს ქუთაისს, იმისათვის რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებაც გამოცოცხლდეს, კულტურულიც და სპორტულიც.” – განაცხადა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე.