ერთი დღე არჩევნების მე-2 ტურამდე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრისთვის ყველა უბანი მზად არის. ცესკოში ამბობენ იმასაც, რომ მათ გაითვალისწინეს ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა.
თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური ხვალ, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება. ამჟამად კენჭისყრაში მხოლოდ 2-2 კანდიდატი მონაწილეობს – ისინი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. ყველგან ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაუპირისპირდებიან. გამონაკლისი თიანეთია. აქ “ქართულ ოცნებას” პარტიის “თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის” კანდიდატი დაუპირისპირდება.










