LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არის თუ არა უსაფრთხო ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში და როგორია მისი მოვლის წესები – ექიმების რეკომენდაციები

არის თუ არა უსაფრთხო ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში და როგორია მისი მოვლის წესები – ექიმების რეკომენდაციები

დაპოსტა 2024/09/28-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

არის თუ არა უსაფრთხო ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში, რა წესები უნდა დაიცვას მშობელმა და როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ გახვრეტილ ყურს, ექიმები “რუსთავი 2-ის” გადაცემა “ნამდვილ ექიმებში” რეკომენდაციებს გასცემენ.

რომელი მეთოდით სჯობს ყურის გახვრეტა – ტრადიციული მეთოდით, ნემსით, თუ თოფით?

“თოფი სწრაფი პროცესია, თუმცა, თოფის ხმამ, რომელიც უშუალოდ ყურთან ისმის, შეიძლება დააფრთხოს ბავშვი. თუმცა, თოფით გახვრეტა ნაკლებ ტკივილთან არის დაკავებული. თოფით ხრტილოვანი ნაწილის გახვრეტა არ შეიძლება. ნემსის შემთხვევაში, უფრო ნატიფი და ზუსტი მეთოდია. როგორც წესი, პროცედურა წამიერია და არ საჭიროებს ანესთეზიას. თუმცა, პროცედურის შემდეგ, შესაძლოა იყოს მცირე სისხლდენა და ტკივილი, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს.”

არის შემთხვევები, როდესაც ყურის გახვრეტა რეკომენდებული არ არის?

“შეიძლება არ იყოს რეკომენდებული დიაბეტიან პაციენტებში ან როდესაც არის ჰემოფილია, ვისაც სისხლდენის საშიშროება აქვს, გულის დაავადებების, ასევე კანის ანთებითი პროცესების დროს.”

რა ასაკშია უმჯობესი, რომ ბავშვმა ყური გაიხვრიტოს?

“ყურის გახვრეტასთან არ არის დაკავშირებული რაიმე ჯანმრთელობასთან ასოცირებული პრობლემები და რისკები. კატეგორიული ასაკი არ არის, როდესაც იკრძალება ყურის გახვრეტა. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია მშობლებს ურჩევს, რომ დაიცადონ, სანამ ბავშვი იმ ასაკის არ გახდება, სანამ მას თავად არ შეეძლება ახალ გახვრეტილი ყურის მოვლა.”

როგორი საყურის მორგებაა უმჯობესი თავდაპირველად?

“საყურესთან დაკავშირებითაც არის რეკომენდაციები. თავდაპირველად, ის უნდა იყოს წვრილი და არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. უმჯობესია წერტილოვანი საყურე, იმისათვის რომ ტანსაცმელს არ გამოედოს. უნდა შევარჩიოთ ტიტანიუმის ან ოქროს საყურეები.”

ენიჭება თუ არა დიდი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ გარემოში ტარდება ყურის გახვრეტის პროცედურა?

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გახვრეტის პროცესს. პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება გარემოს, სადაც ყურის გახვრეტა მოხდება. ის აუცილებლად უნდა იყოს სტერილური, იყოს კარგი განათება, სპეციალისტს აუცილებლად უნდა ეცვას ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები. სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყურის ბიბილოზე არსებობს 15 წერტილი, სადაც შეიძლება ყურის გახვრეტა. ასევე, უნდა მოხდეს ყურის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით და შემდგომ მოხდეს ყურის გახვრეტა.”

როგორ მოვუაროთ გახვრეტილ ყურს?

“ყურის სხვადასხვა ადგილზე გახვრეტას სხვადასხვა მოვლის წესები აქვს. ყურის ბიბილოს მოსაშუშებლად 8 კვირამდეა დრო. ხრტილი კი სხვა ადგილია და მის მოვლას 4-12 თვე შეიძლება დასჭირდეს.”

ახალ გახვრეტილი ყურის მოვლასთან დაკავშირებით, ექიმები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ:

“მოვლასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას მოგცემთ. დღეში ორჯერ მაინც უნდა დამუშავდეს გახვრეტილი ყური ალკოჰოლით ან ნებისმიერი სხვა ანტისეპტიკით. არ უნდა აწვალოთ საყურე ხელით, რადგან მექანიკურმა ზეწოლამ შესაძლოა მცირე სისხლდენა გამოიწვიოს, ან მიკრო ტრავმა გახვრეტილ ზონაში და შესაძლოა ჭრილობის ბაქტერიული ან მეორადი ინფიცირება მოხდეს. ამ დროს, არ არის რეკომენდებული საცურაო აუზზე სიარული ან ნებისმიერ იმ გარემოში ყოფნა, რომელიც მიკრობებით არის სავსე. ასევე, აბაზანაში ჩაწოლაც არ არის რეკომენდებული. საყურე არ უნდა მოვიხსნათ მანამ, სანამ ჭრილობა სრულიად არ იქნება შეხორცებული. თუ მაინც განვითარდა ინფექცია და არის ტკივილი, ამ დროს უნდა მიმართოთ ექიმს.”

წყარო:

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"