LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არესტოვიჩი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს „სარკინიგზო ომისკენ“ მოუწოდებს

არესტოვიჩი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს „სარკინიგზო ომისკენ“ მოუწოდებს

დაპოსტა 2022/03/19-ში
A A
159
ნახვა
გაზიარება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს „სარკინიგზო ომისკენ“ მოუწოდებს.

არესტოვიჩის თქმით, ამის მიზანია რუსეთის ჯარებმა რკინიგზის გამოყენებით ვერ შეძლონ სამხედროების გადაყვანა და იარაღის გადატანა.

„მეგობრებო, ტოტალური სალიანდაგო ომი, ყველა მეთოდით ვანგრევთ მტრის გზაზე რკინიგზას, რომლითაც სამხედროები გადაჰყავთ. შემდეგ მივხედავთ, შევაკეთებთ, ძალიან ბევრ ქვეყანას სურს ჩვენი დახმარება.

მტრის სარკინიგზო მომარაგების (და ამ ტიპის მომარაგება ყველაზე ეფექტურია) შეფერხებამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ, განსაკუთრებით ყირიმი-მელიტოპოლის მიმართულებით. ამ მიმართულებით მტერი ამარაგებს იმ დაჯგუფებას, რომელიც შტურმით შემოიჭრა მარიუპოლში.

ოღონდ საჭიროა მკაცრად გავითვალისწინოთ, რომ საკომუნიკაციო მარშრუტებს მტერი იცავს, ამიტომ ჯერ ფხიზლად შეაფასეთ თქვენი ძალა და შესაძლებლობები,“- ამბობს არესტოვიჩი.

„როცა კონფლიქტის დასაწყისში მოგიწოდებდით ტოტალური წინააღმდეგობისკენ, სამოქალაქო ომისკენ, ძალიან ბევრმა ჩრდილოეთში და ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში შესანიშნავი ომი მოაწყო მოწინააღმდეგის ზურგთან.

მან უმალვე გამოიღო შედეგი – ჩერნიგოვზე, სუმზე, ხარკოვზე, კიევზე შეტევა არ არის და ეს იმათი დამსახურებაა, ვინც მოჭრა ზურგი, იქ სპეცრაზმიც ეცადა, ადგილობრივი მოქალაქეებიც და ტერორისტული დაცვის თანამშრომლებიც, მაგრამ სწორედ ხალხის ტოტალურმა წინააღმდეგობამ გადაჭრა კიევის ხელში ჩაგდების პრობლემა, ჩერნიგოვის სავარაუდო ხელში ჩაგდების პრობლემა, სუმის… ეს უზარმაზარი სისტემატური ფაქტორია ომში.“ – ამბობს არესტოვიჩი.

აქვე ის მოუწოდებს უკრაინელებს, ლიანდაგების მოშვებასა და აყრის გარდა, მთლიანი რკინიგზის გათიშვას ენერგომომარაგებიდან:

„გააფუჭეთ ყველა ელექტროსადენი, რკინიგზის მთლიანი ენერგომომარაგება, რასაც მისწვდებით. აი, ეს იქნებოდა ზუსტად ის, რაც სჭირდება ჩვენს ჯარებს და განსაკუთრებით მათ, ვინც მარიუპოლს იცავს, ხერსონის ირგვლივ, ნიკოლაევში – ეს თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც მოწინააღმდეგემ დაალაგა რკინიგზით მომარაგება“.

არესტოვიჩი მიმართავს მოქმედ და ყოფილ რკინიგზელებს, ასევე, რკინიგზასთან მცხოვრებ ადამიანებს: „დაანგრიეთ რკინიგზა ყირიმიდან ხერსონისკენ, მელიტოპოლისკენ“.

არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მისი მოწოდება არ არის და გადაწყვეტილება შეთანხმებულია სხვა პასუხისმგებელ პირებთან.

 

გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
“მოსალოდნელია წვიმა და თოვლი” – ამინდის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს  უწყვეტ რეჟიმში ატარებენ. სამართალდამცავების მიერ,  ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
რამდენი ადამიანი სტუმრობს ოკაცეს კანიონს და რომელი ქვეყანა ლიდერობს ვიზიტორთა შორის
მთავარი

დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასები 1 აპრილიდან გაიზარდა 1 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური გაიზარდა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. ცვლილებები ოთხ ძირითად ტურისტულ ლოკაციას ეხება და, დაცული...

დაწვრილებითDetails

გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, უმეტესი წილი ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ბავშვებსაც აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება – ქუთაისის 2 სკოლაში კოვიდი დაფიქსირდა
მთავარი

სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი
მთავარი

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება - ამის შესახებ BMG-ს ინვესტორმა ჯამათა ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია „აკა ჰოლდინგი“ საფასადე და ეზოს მოწყობით სამუშაოებს ასრულებს. პროექტის ფარგლებში...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს  

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მთავარი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი 7 თვეზე მეტია, პატიმრობაში არიან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.  2025 წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი...

დაწვრილებითDetails

“სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია”- სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. უწყების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"