LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

არგუმენტები მუდმივად ცვალებადია – რას ამბობს “ნამახვანჰესზე” თურქეთის ელჩი

დაპოსტა 2021/06/14-ში
229
ნახვა
გაზიარება

ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი, – ასე გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა­ჯერენ იაზგანი “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს.

როგორც თურქეთის ელჩი განმარტავს, ისინი ხვდებიან, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურების აშენება.

“მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია – ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების პერიოდში, როდესაც ფირმამ სამუშაოები წამოიწყო, დასაქმებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაიწყო ზეწოლა, რომ ქართველებს არ უნდა ემუშავათ თურქებთან. ინტერესი რომ გაეზარდათ, დაიწყეს რელიგიური სიმბოლოების გამოყენება. შემდეგ მოხდა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ – ერთ-ერთი ჯგუფი აჩერებს ფირმის დირექტორის მანქანას, შეურაცხყოფას აყენებენ მას და არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას. ამ დროს ის გადმოდის მანქანიდან და მათ უპირისპირდება.

პროტესტი თავიდან ეკოლოგიური საფრთხის გამო გაჩნდა, თუმცა, გარემოზე ზემოქმედების შესახებ არსებობს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. შემდგომ დაიწყეს ლაპარაკი კონტრაქტის იმ მუხლზე, რომელშიც მიწების გადაცემაზეა ლაპარაკი, მერე კი წილების განაწილების საკითხი წამოსწიეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მუდმივად ცვალებადია. ურანის შემდეგ იყო ლაპარაკი ოქროს საბადოებზე, ამას მოჰყვა მცდარი განცხადება, თითქოს კომპანია 20 000 თურქის ჩამოყვანას და სოფლების აშენებას აპირებდა… ჩვენ ვხვდებით, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურები აშენდეს”, – განაცხადა ფატმა­ ჯერენ იაზგანმა.

კითხვაზე, საუბრისას საბოტაჟის მცდელობის ხსენება ნამახვანთან დაკავშირებულ პროცესებს უკავშირდებდა თუ არა, ელჩი პასუხობს, რომ „არამხოლოდ მას“.

“ნონსტოპით” მიდის აჭარით მანიპულირება ყარსის ხელშეკრულების კონტექსტში. ამ მანიპულატორებმა ახლა უკვე მიზანში ამოიღეს თურქული ფირმა, რომელიც ჰესს აშენებს და ახლა აქ დაიწყეს პროცესი”, – აცხადებს ელჩი.

კითხვაზე, თუ ვინ, ან რომელი ქვეყანა შეიძლება ამის უკან იდგეს, ფატმა­ჯერენ იაზგანი პასუხობს, რომ ამაზე “უნდა ვიმუშაოთ და გავიგოთ“.

“სავარაუდოდ, ამ ძალის კუდები საქართველოშიც არის და საზღვარგარეთაც. როდესაც თურქეთი საქართველოს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრებაზე იწყებს ლაპარაკს, ეს პრესინგი უმალ იზრდება… რუსეთი რომ ვახსენო, საამისოდ ხელთ არაფერი მაქვს. საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მტრები შეიძლება იყვნენ არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში ან სხვა ქვეყნებშიც, რომლებსაც არ სურთ ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი. ინვესტორის მონდომება არ უნდა დაიკარგოს”, – აცხადებს ფატმა­ ჯერენ იაზგანი.

გაზიარება92

დაკავშირებული -პოსტები

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს,...

დაწვრილებითDetails

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

პირუტყვის მითვისების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა...

დაწვრილებითDetails

“დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი” – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელმა დღეს მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა” – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ნოემბერი 26, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».