თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“, არა ზოგადად კლავს, არამედ უკრაინაში კლავს. მანამდე ყველგან კლავდა, სადაც მისწვდა. კლავს ფიზიკურად და სულიერად, იარაღითა და ჯვრით, ორთავიანი არწივითა და ეკლესიით. ქრისტიანობით შეზავებული გეოპოლიტიკური ინტერესებით კლავს და კლავს და ამით საბოლოო ჯამში საკუთარ სახელმიფოსაც კლავს და ქრისტიანობასაც მასში…
მკვლელი უნდა დაისაჯოს, სახელმწიფოც და მისი იდეოლოგიური დეპარტამენტი – ბომბების მაკურთხეველი! ჩვენ უნდა მომავლისკენ გადავდგათ ნაბიჯი – ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია! და შევწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი ქრისტიანობისგან დაცლილ ანტიქრისტეს ეკლესიასთან!
ამასთან რუსეთის ეკლესია ოპერირებს ჩვენს კანონიკურ ტერიტორიებზე და ისტორიის გაყალბებით სურს მეტის წაგლეჯა. აფხაზეთი და ცხინვალი (მითიური ალანიის ეკლესია, რომელიც სინამდვილეში ყუბანის სტეპებთან იყო), ალბანეთის ეკლესია ( ბაქოს სამიტროპოლიტო), სომხეთი (ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია თავზე დაგვახია). უკრაინაში ომის დაწყების გარეშეც საკმარისი მიზეზები იყო კავშირის გაწყვეტის და რეალური ავტოკეფალიის მოპოვების”, – წერს დეკანოზი ლევან მათეშვილი.










