“პსჟ”-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მეშვიდე “ოქროს ბურთის” მოგების შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.
“არასოდეს მითქვამს, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ-თქო. ამაზე არც კი მიფიქრია. ის, რომ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს მიწოდებენ, უკვე საკმარისზე მეტია. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი”. “არასოდეს მომწონდა კუმირობა ან რჩევების მიცემა. ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძოდი. თავიდან პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, შემდეგ პროგრესისთვის და ყოველ წელს ახალი მიზნების მიღწევისთვის ვიბრძოდი”.-განაცხადა მესიმ France Football-თან ინტერვიუში.










