უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მისი სახელით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, “დანებებას” და აგრესორი ქვეყნისთვის “იარაღის ჩაბარებას” აპირებს.
ის კიევში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინელები სამშობლოს ბოლომდე დაიცავენ.
“დილა მშვიდობისა უკრაინელებო. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩვენს არმიას იარაღის დაყრის ბრძანება მივეცი და ევაკუაცია გამოვაცხადე. მაშ ასე, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ, რადგან ჩვენი ბრძოლა ჩვენი სიმართლეა, ჩვენი სიმართლე კი იმაში მდგოამროებას, რომ ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანაა, აქ ჩვენი შვილები არიან და ამ ყველაფერს ჩვენ დავცავთ, მინდოდა ეს მეთქვა. დიდება უკრაინას”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.










