„ არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა.“- „ტორპედო“-ში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუნდის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კომნეტარი გააკეთა.
„”ტორპედოთი” არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება… თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ “ტორპედო” ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ “შეუწყობს”. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები! არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო.“-განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
„ტორპედო“-ს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტრი გააკეთა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ : “ერთადერთი იმედიღა დამრჩა, რომ უახლოეს პერიოდში პრობლემები მოგვარდება და ისევ ის ძალა ვიქნებით, რაც ვიყავით!”
ტორპედოში უკვე რამდენიმე თვეა კრიზისია. ფეხბურთელების ნაწილმა გუნდი დატოვა ამის მიზეზი ხელფასების გადაუხდელობა გახდა. გუნდის მეპატრონემ ზაალ ჩაჩავამ ფეხბურტლებთან ერთად თანხის ნაწილი არ გადაუხადა არც მერიას. შედეგად მერიამ ცაჩავას სასამართლოში უჩივლა, ხოლო გუნდს დროებითი მმართველი დაუნიშნა. „დღევანდელი მდგომარეობით, ქუთაისის „ტორპედოს“ გააჩნია 3-მილიონიანი დავალიანება, როგორც ბანკის, ასევე კერძო პირებისა და ფეხბურთელების სახელფასო დავალაინების სახით. ამ დავალიანების გასტუმრებას ვითხოვთ კომპანია „ინტერნეიშენალ სოკერ ჰაუსისგან“ და ქუთაისის მერიის ბალანსზე კლუბის ყოველგვარი ვალის გარეშე დაბრუნებას. ქუთაისის მერია ცდილობს და ეძებს სამართლებრივ გზას, რომ ამ ეტაპზე პატარა დახმარება აღმოუჩინოს კლუბს და ამის იმედი გამოჩნდა“.-აცხადებს ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.
უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს...
ქუთაისში, ხონის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლის "იმედი" დამფუძნებლის დავით ღაღანიძის სახლი გაქურდეს, წაღებულია დიდი ოდენობით ოქროულობა. როგორც "მეგანიუსთან" საუბრისას დავით ღაღანიძე აღნიშნავს, შემთხვევა 11 სექტემბრის ღამეს მოხდა, მაშინ როდესაც ოჯახი 1...
ჩემი დაკავება აბსურდულია - 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ რომ გამიშვათ ციხეში,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. მისი თქმით, ესპანეთში ნაყიდი...
ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 „აკაცუკი“, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში...
ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც 14 წლის წინ არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა. კერძოდ, „საფარი” ამბობს, რომ მათ დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა...
15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა. ცნობისთვის, 28 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდა...
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და...
2025-2026 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 სექტემბერს დაიწყება. გთავაზობთ 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარს, რომელშიც აღნიშნულია ოფიციალური დასვენების დღეები, არდადეგების პერიოდი და სწავლის დასრულების თარიღი კლასების მიხედვით. ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერი -...
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ამასთან, პარტიის საარჩევნო სიის ათეული წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ: ავტოქარხნის მაჟორიტარული ოლქი - მიხეილ გიორგაძე; ავტომშენებლის მაჟორიტარული ოლქი - ალექსანდრე თამაზაშვილი; გამარჯვების...