,,ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ, დღესასწაულთა დღესასწაული ავღნიშნეთ-აღდგომა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა ოესო ქრისტესი და ამის შემდეგ ხდება უდიდესი რამ, ღმერთი ყოველთვის იქ არის სადაც ღვთის ადგილია და კაცობრივი ბუნებაც ამაღლდა და ყველას გილოცავთ.
ჩვენ ვიცით, რომ არის აღდგომა და აღდგომას მოჰყვება ამაღლება, ისევე , როგორც თავიდან იშვება ადამიანი, შობის მერე, ხორციელი შობაა ჯერ და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ორი გამარჯვებიდან იმ პირველს , სულიერ დაბადებას მიხვდება, რომ სულიერად უნდა დაიბადოს, ანუ ნათელი იღოს, ქრისტეს ნათელი იღოს და შემდეგ საყოველთაო აღდგომის მერე, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამაღლდება და იქნება უფალთან.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენს საქართველოს და სრულიად კაცობრიობას ვუსურვოთ, ყველაფერი გააკეთონ თავიანთი შესაძლებლობებით, ღმერთმა მოწყალება მოიღოს, თორემ არ დაბადებულა ადამიანი, რომელიც ღვთის ღირსი ყოფილიყოს, არც ერთი ადამიანი არ აკეთებს ამას, თუმცა ღმერთი გვექცევა ისე, რომ ვინც ცდილობს განადიდოს ღმერთი, ღმერთიც განადიდებს, ხოლმე მათ.
შეიძლება დღეს აბსოლუტურად სხვა რამეზე მექადაგა, მაგრამ ეტყობა ისე ვართ ქართველები, მე ჩემსას გეტყვით, გუშინ როდესაც აქ, ლოცვა მსახურება აღვასრულეთ, მერე მამებთან ერთად ვიყავით გარეთ ორ საათზე მეტი, ერთად ვიდექით და ვსაუბრობდით, ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად, ხშირად არ გვიწევს ხოლმე სამწუხაროდ, ერთად ყოფნა და ალბათ, გვინდოდა ერთად ყოფნა და სადღაც ორმა საათმა და უფრო მეტმა ისე გაირბინა, ვერც ვიგრძენით.
შეიძლება ზოგს, სხვა დროს ეთხოვა, რამე საქმე მაქვს და წავიდეო, მაგრამ საინტერესო იყო ჩვენი იქ ყოფნა და ვიყავით.
შემდეგ, როცა წავედი მოვხვდი ერთგან. ტელევიზორი იყო ჩართული და უცებ ქართული ლექსის ხმა გავიგე და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ არხზე ქართულ ლექსებს კითხულობდნენ სხვადასხვა ადამიანები. ჩვენი ქართველი პოეტების დაწერილს და ასევე უცხოელი პოეტის ქართულად ნათარგმნ ლექსს და რა უნდა ვთქვა, აბსოლიტურად სხვა რაღაცა შემოიტანა ჩემში, და ხშირად იტყვიან ხოლმე, ან ხალხურ სიმღერას, ან ხალხურ ლექსს, ან ხალხურ რაღაცას, ან თუნდაც არახალხურს და პოეტების დაწერილს , სულიერების რაღაც ელემენტის შემოტანა არ შეუძლიაო, არათუ ელემენტი შეიძლება შემოიტანოს, გალობასაც კი არ ჰქონოდა ის ეფექტი, რაც აქვს ჩემს ქართულ ლექსს, ჩვენი ქართველების დაწერილს და ჩვენი ქართველი ადამიანების გენიალურად წაკითხულ ლექსს, რაც შეულია მოეტანა ჩემთვის, აბსოლუტურად სხვა რაღაცაში ჩამახედა და როგორია ჩვენი პატრიოტული ლირიკა, ხო.
თუ გადახედავთ, საოცრად ტკივილიანია, ჩვენს ისტორიას შეესაბამება. სულ ტკივილი, ტკივილი, მაგრამ ამ ტკივილში არის უდიდესი სიტკბოება.
საოცარი სიმშვიდე შემოდიოდა და საოცარი გრძნობა. საოცარი მადლიერების გრძნობა შემოდიოდა უფლისადმი და თითქოს, ისე ვიყავი უფალი იყო და ნუგეშს გვაძლევდა ყველას, ყველა ერს და მადლიერი ვარ, აი, გუშინდელი დღის, საოცარი იყო.
შეიძლება ბევრჯერ ვკითხულობდეთ ლექსებს, ან სხვას ვუსმენდეთ, მაგრამ გუშიმდელი დღე მართლაც განსაკუთრებული იყო. ეტყობა სულს მოსწყურდა, სულს მოსწყურდა, მშვიდად დაჯდომა, მშვიდად ყოფნა, ქართველების ერთად ყოფნა, ქართველების სიყვარული და იმ საოცარ ტკივილშიც კი საოცარი სიტკბოება იყო და საოცრად ჩანდა უფლის დიდება.
საოცარი მადლიერების გრძნობა იყო და პოეტებზე არანაკლებ გენიალურები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც იმ ლექსებს აცოცხლებდნენ და ჩვენს სულებს აცოცხლებენ, ამ გაქვავებულ გულებს აცოცხლებდნენ და მადლობა ღმერთს ამისთვის და მადლობა მათ, ვინც ეს მოიფიქრა.
ქართველი ადამიანები ძალიან ნიჭიერები ვართ, ზოგადად და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, ყველა ტელევიზიაში მუშაობს ისეთი ხალხი და ყველას აქვს შესაძლებლობა ასეთი გადაცემებიც გააკეთონ, ქართველებში ეს სულიც გამოაღვიძონ.
საოცარი ერი ვართ, სულ ასე ტკივილით გავდივართ, ხო? ზოგი ტრაბახობს იმით, პეტრე პირველი იყოო , რუსეთის იმპერატორი, ზოგი სტალინით ამაყობს, ხო, მამლუქებიც გვყავდა მაგრამ , მაინც საოცარი ერი ვართ, ძალიან სხვანაირად ვუყურებთ, ისტორიას და ყველაფერს.
აბა, შეხედეთ, რა, შახაბაზი ირანელებისათვის ძალიან დიდი იყო, ასევე , სხვადასხვა ერებისათვის, თავიანთი მავზოლეუმები აქვთ, ვთქვათ, თემურ ლენგი, აიღე ჩინგიზხანი, ჯალალედინი აიღეთ, ისინი თავიანთი ერისთვის ძალიან დიდები იყვნენ, მაგრამ ჩემთვის და თქვენთვის ხომ არავინ არ არიან.
საოცრად ბოროტი არსებები არიან ჩვენთვის და ჩვენთვის ვინ არის ყველაზე დიდი, ჩვენთვის წმინდა გიორგია ყველაზე დიდი ხო? და რატომ არის დიდი. იმიტომ რომ როცა დიოკლიტიანე სთავაზობდა, რომ კერპებისთვის შეეწირა, არ შეწირა კერპს არაფერი.
მომავალ იმპერატორობაზე და იმპერიის ნაწილის მართვაზეც უარი თქვა და ქართველ კაცს მაგი მოგვწონს და განსაკუთრებით, მოგვწონს და გვიყვარს.
წმ. ნინო გვიყვარს და რა უნდა ვთქვათ ჩვენს წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალზე, რომელმაც მსოფლიოს და ევროპას დაანახა, თუ როგორ უნდა ცხოვრობდე. ეს ჩვენი ერის ცხოვრებაა, ხო?
იმ ტკივილში ხომ უდიდესი სიდიადეა. აქ , ხომ ღმერთის დიდებულება იგრძნობა, ხო? ამიტომ რაღაც სხვანაირი საოცარი ერი ვართ ჩვენ. ქრისტეს ერი ვართ. როგორც ქრისტე ეწამა თითოეული ადამიანისთვის და თავისი სისხლით, თავისი სიკვდილით დასთრგუნა სიკვდილი და მოგვცა საშუალება ჩვენ, რომ მარადიულობაში ვიყოთ ქრისტესთან , ჩვენი მეფე ავიღოთ, ვახტანგ გორგასალი, სად გვინახავს იმაზე დიდი რამ , რაც ამ მეფემ ბრძანა.
ჯერ მაგის პერიოდში იყო, როცა ავტოკეფალია მივიღეთ ჩვენმა ეკლესიამ ანტიოქიის ეკლესიისგან, მირონს ჩვენთან ვხარშავდით უკვე და ანდერძში რა დაგვიტოვა, სამი სიტყვა, ხომ ეს არის უდიდესი რამ, ,,ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვისო”.
რომელიმე ღვთისმეტყველი მითხარით დღეს, ბევრი იბრალებს ღვთისმეტყველობას და თეოლოგობას, ცოტა მიახლოებითაც რამე ეთქვა, ხო? არავინ არ ყოფილა,ავიღოთ ჩვენი მეფე დავით აღმაშენებელი, როგორი იყო , ხო? როგორ დაიცვა საქართველო და მის პერიოდშიც წმინდა გიორგიც ხილულად იბრძოდა, ხომ ჩვენთან ერთად. ჩვენ ხო, კოალიციურ ჯარებთან ერთად არ ვიბრძოდით.
ჩვენ ხომ იმით არ ვტრაბახობთ, რომ ჩვენი რომელიმე მეფე დამპყრობელი იყო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ მშვიდობიანობა გვქონოდა და მაგისთვის ვცხოვრობდით და დავითი ისეთი დიდი მეფე იყო, რომ რამდენი წელი ძლიერად ვცხოვრობდით სულიერად და ფიზიკურადაც, როგორც კი გადავუხვევდით მაშინვე ხან 100 000 მოწამის სისხლი გვჭირდებოდა, ის ჯალალედინი შეიძლება ვინმესთვის ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენთვის უვარგისია, ძალიან უვარგისია, ისევე როგორც შახაბაზი, ხო. ეს პირდაპირ ვილაპარაკოთ და ნებისმიერი ის დამპყრობელი, რომელიც ჩემს ქვეყანას იპყრობს, ნებისმიერი ჩემთვის უვარგისია და მაგალითის ამღები არ ვარ იმისგან, ისევე, როგორც ქართველი წავიდეს და რომელიღაცა იმპერიის იმპეტატორი გახდეს მერე ჩვენ რა.
საქართველოსრა გაუკეთა, ხო? პირველად ხო მაქიდან გამოვდივართ
ქართველი რომ ხარ ჯერ საქართველოზე ფიქრობ და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოზე. ამიტომ ყველა უნდა მიხვდეს რომ სხვანაირი ერი ვართ.
ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ მოვლენებს, ჩვენ არ გვიყვარს ვინმეს ჩაგვრა, არავის ჩაგვრა არ გვიყვარს და ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ განსხვავებულად ვაზროვნებთ, მაგრამ იმათთვისაა განსხვავებული ვინც ღმერთს დაშორდა, ჩვენ ღმერთი არასდროს არ მიგვიტოვებია, ჩვენ მადლიერი ვართ, როგორც ვცხოვრობთ.
გაჭირვებაა, თუ რაღაცა, ძველად ქართველი არ გარბოდა და ღმერთმა ინებოს, რომ მალე დადგეს ის დრო, ვინც გასულია საზღვარგარეთ, ისე დაგველაგებონოს ქვეყანაში სიტუაცია, ყველა დაგვბრუნებოდეს. ვისაც დარჩენა უნდა ნება მათია, მიგრაცია ყოველთვის ხდება, მაგრამ არავინ არ მემეტება საქართველოს გარეთ. აი, ქართველი სად ხარობს. მისი ნოყიერი ნიადაგია საქართველო და ქართული მიწა, იმ ხესავითა ვართ, რომელიც მხოლოდ ამ მიწაზე ხარობს.
ძალიან ბევრი იყო, წავიდა , იმპერატორიც გახდა, ჩვენ რა, ჩვენ ხომ იმპარატორებით არ ვამაყობთ. ჩვენ ვადიდებთ უფალს, ჩვენ ვადიდებთ, მათ ვინც ღმერთმა განადიდა.
ჩვენ ცოცხალი ადამიანების განდიდება ხომ არ ვიცით, ხომ? უნდა დაიმსახურო, ღმერთი უნდა ადიდო, რომ შენც გადიდოს უფალმა და ღმერთმა შეგვაძლებინოს ქართველებს, რომ არ გადავუხვიოთ ამ გზიდან.
ჩვენი მომავალი მთელ მსოფლიოშია ქართველი არ არის დაბადებული რომ მარტო თავისთან აკეთოს სიკეთე, რა თქმა უნდა კარგი უნდა გავიტანოთ გარეთ და ასევე კარგი მივიღოთ.
ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც ქრისტესგან მივიღეთ ეს სიკეთეები, ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც წმ. გიორგი ვაღიარეთ და მივიღეთ მისგან სიკეთეები, წმინდა ნინოსგან მივიღეთ, წმინდა ნინოსგან მივიღეთ, არ იყვნენ წარმოშობით ქართველები მაგრამ ჩვენს ქართულ გენში, როგორ დაივანეს და თითოეულ ჩვენთაგანშია, გუშინ ის ტკივილი, რაც ჩვენი იმ დიდებული ქართული სიტყვით ნათქვამი, ქართული გენის გენიალური ლექსები იყო, თანამედროვე, თუ განვლილი საუკუნეების, კიდე გვაფიქრებს იმაზე, იმ ტკივილშიც რამოდენა დიდებულება შეიძლება იყოს, ქართველის გარდა მასე ლამაზად ვინ დაწერდა, სად იყო იქ საყვედური, ღმერთს არავინ საყვედურობდა, რა.
ტკივილი იყო მაგრამ ტკივილთან ერთად იმედი იყო, არამარტო იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა, არამედ ნახავთ, რომ ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ჩვენს პატრიარქს , ჩვენს წმინდა სინოდს, ეკლესიის მრევლს, საქართველოს ყველა მაცხოვრებელს, მიუხედავად რელიგიური, თუ ისე შეხედულებისა და ყველას გულში დამკვიდრებულიყოს უფალი, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს ყველასთან მისულიყოს უფალი.
ჩვენს მთავრობას და მხედრობას დავლოცავ, ჩვენს ყველა მაცხოვრებელს დავლოცავ, საოცარია დღესაც ისე ვიყავი , აბსოლიტურად სხვანაირი გრძნობით სავსე მოვდიოდი დღესაც, გაბრაზება არავის და არაფერს არ შეეძლო, სხვანაირად ჩამაფიქრა გუშინდელმა, ყველა ლექსი ვიცოდი, მაგრამ სხვანაირად დავინახე საქართველო, ადამიანი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდე და იმათაც კი, ვინც ნებსით, თუ უნებლიეთ, მე ვფიქრობ, რომ არასწორად იქცევა და საქართველოს ბედს პირველ რიგში საქართველოში კი არ უყურებს, ცოტა ხნის წინ მოსკოვში დარბოდნენ, ეხლაც ბევრი დარბის, მოსკოვი იქნება, ვთქვათ, ბრიუსელი იქნება, ვაშინგტონი იქნება, ანკარა იქნება, თუ კიდე სხვაგან, ზოგი პეკინში, ზოგი ასე, ჩვენ აქ მოვეფეროთ ერთმანეთს, აქ ვიყოთ ისე, რომ ის სიყვარული, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს შთაბერა უფალმა სულში, ერთმანეთისადმი გაგვეზიარებინოს.
არავინ არ ჰყავს საქართველოს დასაკარგი, ხომ და შეიძლება გამოვდიოდე და რაღაცას ვლაპარაკობდე, ზოგი ფიქრობდეს, რომ ეს ნაწილი უყვარს , ის ნაწილი არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში ვინც ჯიშით და ჯილაგით ძლიერი ქართველია, რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს, მაგრამ შეცდომილი ქართველები ასევე, ძალიან მიყვარს , იმიტომ რომ ქართველები არიან და ერთი სულიც არ გვყავს დასაკარგი და ღმერთმა მე ვიქნები თუ სხვა, გონების თვალი აგვიხილოს და წესიერად გვეცხოვროს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მერწმუნეთ, რომ რაც არ უნდა არეული სიტუაცია იყოს, საქართველოს აწი ამ სიტუაციაში ვერავინ ვერ დააჩოქებს, რა ძალაც არ უნდა იყოს.
შეიძლება რაღაცეები გაგვიჭირდეს, მაგრამ ვაჟკაცურად ვიყოთ და ქრისტე არ მიგვატოვებს, როგორც ჩვენ არ მიგვიტოვებია არასდროს ქრისტე ერს.
ერთადერთი ერი ვართ და ღვთის მადიდებელი ერი ვართ. სამწუხაროდ, ბევრ ერს , რომ გაუჭირდება ხოლმე, ღმერთი იმათ დაუდგება ვის გულშიც ქრისტეა.
არ მინდა ეხლა სხვებმა ისე არ გაიგონ, მაგრამ თქვენ ხართ ის ერი ქართველებო, რომლებმაც თავისუფლების ფასი განსაკუთრებულად იციან.
ჩვენთან ათი მცნება, 9 ნეტარება და სხვადასხვა, კი არ გვზღუდავს, პირიქით, გვაძლევს საშუალებას , ბევრად უფრო ადამიანურად ვიცხოვროთ და ისეთი ადამიანები ვიყოთ, რისთვისაც ღმერთმა შეგვქმნა. ადამიანზე დიდი ქმნილება ღმერთს არ შეუქმნია და თითოეული თქვენგანი მასეა. თითოეული მსოფლიოში მაცხოვრებელი ადამიანი მაგისთვის არის მოვლენილი და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ღვთის იმედები და ის რისთვისაც მოგვავლინა, ჩვენ ვეცადოთ, ქართველებმა, საქართველოში მაცხოვრებლებმა ეგ ავასრულოთ და ასევე მსოფლიოს ვუსურვოთ.
გეუბნებით, რა რომ ზოგს დამპყრობელი უყვარს, ზოგს ის უყვარს, დიდი ადამიანი. წმ. გიორგიზე დიდი ჩემთვის არც ალექზანდრე მაკედონელია, არც პეტრე პირველი, არც სტალინი და არც ჩინგის ხანი და არც არავინ. და მსოფლიოშიც ალბათ, ომები მომავალშიც იქნება – ზოგი იტყვის ის არის ძლიერი, ზოგი იტყვის ეს, მაგრამ ჩემთვის წმ. ნინო, ჩვენი ღვთისმშობელი, ბევრად ძლიერია, ვიდრე ვითომ ძლიერნი ამა სოფლისა, რომელთაც სიკვდილი ერევა და ამ ადამიანებს და თქვენ სიკვდილი ვერ მოგერევათ.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ, ორსავ სოფელსა შინა. “- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი