LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არაერთხელ გააფრთხილეს სოცმუშაკებმა – რა გახდა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი – ახალი დეტალები

არაერთხელ გააფრთხილეს სოცმუშაკებმა – რა გახდა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი – ახალი დეტალები

დაპოსტა 2020/05/13-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

11 მაისს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო, ცოლ-ქმარი კლინიკის ხელმძღვანელობისა და მკურნალი ექიმისგან განმარტებებს ითხოვდა, სად იყო მათი ახალშობილი, რომელიც მათ კლინიკაში მკურნალობდა. ბავშვის დედა აცხადებს, რომ სოციალურმა მუშაკმა ჩვილი მშობლების დაუკითხავად გაიყვანა კლინიკიდან და მინდობით აღზრდაში სრულიად უცხო ადამიანს გადასცა. მშობლების თქმით, ისინი უყურებდნენ, ბავშვი როგორ მიჰყავდა დაცვის თანხლებით სოცმუშაკს საავადმყოფოდან, შეეცადნენ შვილთან მიახლოვებას, მაგრამ სოცმუშაკმა მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. დღეს მშობლები კატეგორიულად ითხოვენ ახლშობილის დაბრუნებას. ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან, მაგრამ მათი მტკიცებით, ჩვილის გაზრდის საშუალება აქვთ. ამ საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატი, რომელიც ოჯახის უფლებებს დაიცავს.

რა გახდა სოციალური მუშაკის მხრიდან ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი, რა დეტალებზე საუბრობს ადვოკატი და რას ყვებიან წყაროები. ასევე ცნობილი ხდება რომ დედას, რომელსაც ახალშობილი ჩამოართვეს პირველ ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, რომლებიც მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. 

ბავშვის ჩამორთმევის დეტალებზე სოციალური მუშაკები კონფიდენციალობიდან გამომდინარე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ რომ ოჯახი ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო.

“ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა მხოლოდ სოციალური მდგომარეობის გამო არ მომხდარა, არამედ შეფასდა რისკები. ხდება მშობლის უფლებების შეზღუდვა და არა ჩამორთმევა”, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

 

“21 იანვარს გავაჩინე ჩემი გოგონა მეხუთე საავადმყოფოში, მას შემდეგ ამდენი თვე ბავშვი კლინიკაში იწვა, 6-თვიანი, დღენაკლული დაიბადა. ექიმს თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდი. მეუბნებოდა, ბავშვი ზონდით იკვებება და ჯერ ვერ გაგატანთო. ყოველდღე ველოდებოდი როდის დამრთავდნენ ჩემი შვილის წამოყვანის უფლებას. 7 მაისს ექიმს ვესაუბრე, კლინიკაში ვარ და მაინტერესებს ბავშვი კარგად არის თუ არა-მეთქი, იმ დღეს სოცაგენტმა მითხრა, ბავშვი უნდა გავიყვანო კლინიკიდანო. ამას ვნერვიულობდი, ექიმსაც ვუთხარი და ასე მითხრეს-მეთქი, – რას ლაპარაკობ, შენი თანხმობის გარეშე არ მაქვს უფლება ბავშვი სხვას გავატანოო. მეორე დღეს სოცმუშაკი თამარ წიკლაური მირეკავს და მეუბნება, მიმყავს შენი შვილიო. სასწრაფოდ ჩავედით საავადმყოფოში, დილის 12 საათი იყო, ბავშვს არ გამაკარა, სახლი არ გაქვთ, კარი არ გაქვთ და ბავშვს არ მოგცემთო.
ჩემ თვალწინ გაიყვანა ბავშვი, გზის იქით გადავიდა. დაცვამ გააცილა. ახლოს მოსვლა არ გაბედოთ, თორემ ხელბორკილებს დაგადებთ, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯებით, დაგაპატიმრებთო.” – ამბობს ბავშვების დედა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

როგორც კვირის პალიტრას წყარომ განუცხადა ბავშის ჩამორთმევის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ის ფაქტი რომ, მარიამ გეთიაშვილი შვილებთან ერთად ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა:

“არაერთხელ გააფრთხილეს სოცმუშაკებმა, რომ ბავშვები არ გაეყვანა მოწყალების სათხოვნელად, მაგრამ ამის მიუხედავად მსგავსი კვლავაც ხდებოდა”,  – განუცხადა კვირის პალიტრას წყარომ. მიუხედავად იმისა, ინტერვიუში დედა ამბობს, რომ ასეთი ფაქტი 3 წლის წინ იყო, მაგრამ როგორც ამბობენ, ბოლოს მარტშიც ნახეს მარიამ გეთიაშვილის 2 შვილი როგორ ითხოვდა მოწყალებას.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ოჯახის მეზობელი, ხათუნა ჯახაიაც ამბობს რომ ოჯახში ნამდვილად იყო სოცილაური მუშაკი თუმცა, როგორც ის ამბობს, მას ოჯახისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ სააგენტო ჩვილის წაყვანას გეგმავდა:„დიახ, ამ ოჯახს მართლაც ძალიან უჭირს, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეეძლო ამ ოჯახისთვის დახმარება გაეწია და ბავშვი არ წაეყვანათ. პირობები შეექმნათ, ქირით გაეყვანათ. ამ ბავშვის გარდა, ოჯახში კიდევ ორი მცირეწლოვანი იზრდება, მაშ, ის ბავშვები რატომ რჩებიან ოჯახში, თუკი რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას და საფრთხეს ხედავენ?ბავშვის მამას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და ვეღარ მუშაობდა. მაშინ ჯერ კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ და მარიამი იძულებული შეიქმნა, დღეში ერთი საათით, ვარკეთილის მეტროსთან გასულიყო მოწყალების სათხოვნელად. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბავშვებიც დადიოდნენ მოწყალების სათხოვნელად, რაც არ არის სიმართლე. მაშინ მათ ერთი შვილი ჰყავდა, ბავშვს დედამთილთან ტოვებდა და თვითონ მიდიოდა. მაშინ სოციალური მომსახურების სააგენტომ მარიამს გაფრთხილება მისცა. იმ პერიოდში ოჯახი უკვე სოციალურ დახმარებას იღებდა, ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით ბაღში დადიოდა და გააფრთხილეს, რომ მოწყალების სათხოვნელად აღარ გასულიყო. მას მერე მარიამი ქუჩაში ფულის სათხოვნელად აღარ გასულა“. – ამბობს ხათუნა ჯახია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ბავშვებთან ერთად ქუჩაში მოწყალების თხოვნაზე მარიამ გეთიაშვილი ამბობს რომ ეს იყო წლების წინს.

“მაშინ ჩემი ბიჭი 4 წლის იყო, ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად გახდა, კომაში მყოფი საავადმყოფოში იწვა, მე და ჩემი შვილი ყველანაირი სარჩოს გარეშე დავრჩით. იძულებული გავხდი სამათხოვროდ ქუჩაში გავსულიყავი, რადგან არ მქონდა იმის საშუალება, ბავშვისთვის საჭმელი მეჭმია, არავის ვუსურვებ ამის გამოცდას, ძნელია როცა შვილი გეუბნება მშიაო და შენ საჭმელი არ გაქვს. მას მერე 3 წელი გავიდა, ბავშვი უკვე სკოლაში დადის, ახლა 7 წლის არის.”

როგორც კვირის პალიტრაში ვკითხულობთ, მარიამ გეთიაშვილს პირველ ქორწინებაში ორი შვილის გყავს, რომლები მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ქალი ძალადობის მსხვერპლი, მიუხედავად ამისა და ის პირველ მეუღლესთან განქორწინებული არ არის.

“პირველი მეუღლე ძალიან მამწარებდა, ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. მასთან ცხოვრება შეუძლებელი იყო, ლოთი იყო სულ მცემდა. მასთან ორი გოგონა მყავს. დიახ, სოცაგენტებმა წაიყვანეს ბავშვები, ისინი სოფელში დედაჩემის მეზობლად მინდობით აღზრდაში ცხოვრობენ. როცა ჩავდივარ დედასთან, ვნახულობ ჩემს შვილებს. ეს ამ საქმესთან რა კავშირშია? კიდევ ვამბობ, ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. მეზობლებთნ ვიმალებოდი მაშინ 6 თვის მყავდა პატარა. 3 წლის პატარა ბავშვი რომ გავშორდი მაშინ გადაეცა ჩემი შვილები მზრუნველობის სამსახურს. დღეს დიდები არინ, უფროსი გოგო 13 წლის ხდება. 3 წლის და უფროსი 6 წლის იყო ბავშვები რომ წაიყვანეს.

მოხდა ისე, რომ ბავშვები სხვაგან გაიზარდნენ. ტყუილია რომ მე შვილებს ვამათხოვრებ. ჩემი შვილი დამიბრუნონ.”

აქვე ირკვევა რომ მარიამ გეთიაშვილი პირველი ქმრის გვარზეა, და იმის გამო რომ მეორე მეუღლესთან ქორწინებას ვერ ახერხებს ბავშები ყოფილი ქმრის გვარზე არიან:

“გეთიაშვილი ჩემი პირველი მეუღლის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარი ოდიშელიძეა, რომ გავთხოვდი გადავედი მეუღლის გვარზე, მასთან დღემდე განქორწინებული არ ვარ, არ მაძლევს თანხმობას, მეორე ქორწინებიდან უკვე 7 წლის შვილი მყავს და იმას კიდევ ჰგონია, რადგან ქორწინებაში ვარ მასთან, იმ მოძალადესთან დავბრუნდები. ეს გამორიცხულია. განქორწინებული არ ვარ, ამიტომ მეორე მეუღლესთნ გაჩენილი ჩემი სამი ბავშვიც ყოფილი მეუღლის გვარზეა. ახლა პატარა რომ გაჩნდა, იუსტიციის სახლში ჩემმა ქმარმა სცადა თავის გვარზე ჩაეწერა ბავშვი, მაგრამ უარი უთხრეს, იმასთან განქორწინებული არ არის ოფიციალურად და ამიტომ ვერ ჩაწერთ ბავშვს თქვენს გვარზეო, თორემ რომელ კაცს უნდა თავისი შვილები სხვის გვარზე იყვნენ. სასამართლოში მინდოდა მეჩივლა და ისე გამეკეთებინა განქორწინება, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ადვოკატი ავიყვანო. რასაც ვშოულობთ ყველაფერს ვახმართ ჩვენს შვილებს. შვილი წამართვეს და ახლა იმას ვყვირი, დამიბრუნეთ ჩემი შვილი.” – ამბობს მარიამ გეთიაშვილი კვირის პალიტრასთან საუბრისას

მარიამ გეთიაშვილისა და ალექსანდრე აბოვიანის უფლებებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. ამ ეტაპზე, ისინი საქმის დეტალებს სწავლობენ. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს საქმეში ზედაპირზე დევს ერთ-ერთი მთავარი პროცედურული დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ მშობლებმა ამ დრომდე არ იციან, კონკრეტულად რის გამო გადაიყვანეს მათი შვილი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში. მისივე თქმით მათ შეიძლება სასამართლო დავა დაიწყონ. 

გაზიარება556

დაკავშირებული -პოსტები

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

სტიქიაა ბაღდათში

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
სტიქიაა ბაღდათში
მთავარი

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტობა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი. „ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"