ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი 2000” თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაა მიწვეული, სადაც ისინი 5 ცეკვას შეასრულებენ, მათ შორის ხორუმსა და ფარიკაობას. ანსამბლი უკვე წლებია ინარჩუნებს სუფთა ფოლკლორსა და სცენის კულტურას. გასულ წელს სწორედ ამ ულამაზესი გოგო-ბიჭების მიერ შესრულებული საოცარი ცეკვებით გაიცნო ქუთაისი ბურსას რეგიონმა, კავკასიური კულტურის დღეებზე. ანსაბლმა ღონისძიებაზე გრანპრი, საუკეთესო მოცეკვავე გოგონას, ყვამწვილისა და წყვილის პრიზები მოიპოვა.
“იმედი 2000” 2000 წელს ვახტანგ კეთილაძემ დაარსა. გარდაცვალების შემდგომ ქორეოგრაფიულ ანსაბლს სათავეში მისი ვაჟი ვლადიმერ კეთილაძე ჩაუდგა. დღესღღეობით მათ 500 აღსაზრდელი ჰყავთ. იმედი 2000 აღზრილი მოცეკვავეები ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავენ.
ქორეოგრაფიული ანსაბლის “იმედი 2000” აქტიური მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერია და ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი მერაბ კვიცარიძე. მშვენიერი ქუთაისელი გოგო-ბიჭებით შემდგარი გუნდი არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალის გამაჯვებულია. თურქეთის შემდეგ მიმდინარე წლის შემოდგომაზე “იმედი 2000” მილანში “საქართველოს დღეებზეა” მიწვეული.










