“ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა – ანდრეა და ალექსი ბანძელაძეები, რომლებიც მამასთან და დასთან ერთად ქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის წარმატებული მოსწავლეები იყვნენ.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და უთანაგრძნობს დაღუპულების ოჯახს.” – წერს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი თავის ფეისბუკ გვერდზე.
გუშინ ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.
ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე იყო.
“ვეღარ გავაცნობთ შვილებს ერთმანეთს, ვერ ვისაუბრებთ ხელოვნებაზე, შენს ნახატებზე, ჩემს ფოტოებზე”