ანა ჯაფარიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა რომში გამართულ გრან პრიზე პარა ტაეკვონდოში პირველობა არავის დაუთმო.
ანამ K44, – 52 კგ. კატეგორიის ფინალში თურქი მურიემ ბელუთი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ამავე შეჯიბრებაზე გიორგი ნიკოლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, ანა ჯაფარიძემ წელს მიუნხენში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ანას სხვადასხვა მნიშვნელოვან მედლები შორისაა, 2024 წლის პარიზის პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.









