დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდეგ საქართველოში ანაფილაქსიური შოკი 3 მოქალაქეს განუვითარდა.
მისივე თქმით, ანაფილაქსია იშვიათი რეაქციაა და ის ვაქცინაციიდან პირველი 15-30 წუთის განმავლობაში ვითარდება.
“ამ ხნის განმავლობაში, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ქვეყანაში ანაფილაქსიური შოკის სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული და მათგან არცერთი არ ყოფილა ფატალური, ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება გახანგრძლივდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.