,,Bloomberg:
“ანატოლი ჩუბაისმა დატოვა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა მდგრადი განვითარების საკითხებში და ქვეყნიდან წავიდა.”
Forbes-მა მოახერხა ჩუბაისთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ კითხვაზე, მართლა დატოვა თუ არა რუსეთი, მან არ პასუხი არ გასცა და გათიშა.
კრემლმა დაადასტურა, რომ ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა.
დმიტრი პესკოვი: “ჩუბაისი საკუთარი ნებით გადადგა. ხოლო წავიდა, არ წავიდა – ეს მისი პირადი საქმეა.”
“კომერსანტი” წერს, რომ გუშინ ჩუბაისი სტამბოლში ნახეს.










