LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ანაკლიის პროექტით დაინტერესებულები არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები-დავითაშვილი

ანაკლიის პროექტით დაინტერესებულები არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები-დავითაშვილი

დაპოსტა 2023/09/11-ში
A A
37
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულია ბევრი საერთაშორისო კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდანაც.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაძლოა, სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში პირველი ეტაპის შეფასება დასრულდეს, შემდეგ კი მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან.

„ანაკლია საქართველოსთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. ანაკლია ცალსახად არის კომერციული პორტი, რომელმაც მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და „შუა დერეფანში“. ის არის ჩვენი ლოგისტიკის და ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით განვიხილავთ ანაკლიის განვითარებას. ეს კონტექსტია გასათვალისწინებელი, როცა პარტნიორს შევარჩევთ. იცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვართ. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნების და ევროპის, კერძოდ, დასავლეთის დამაკავშირებელია.

რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას, ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე {ინტერესი}, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა, დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან.

შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, ვისთანაც დავიწყებთ უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას“,- აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

“დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა” – პროკურატურა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა, ნიკა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს. „ძალიან მოკლედ მოგიყვებით მის შესახებ: ხვიჩა, უმაღლესი დონის პროფესიონალია. სულით მებრძოლი, მენტალურად ძლიერი, მიზანდასახული პიროვნება, რომელიც მისი ყველა ოცნების ახდენისთვის იბრძვის ბოლომდე....

დაწვრილებითDetails

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

მომდევნო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნავარაუდევია წვიმა, ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში კი - თოვლი. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდი: 24 ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

„კიდევ ერთი ნათელი ადამიანი დაკარგა საქართველომ…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
„კიდევ ერთი ნათელი ადამიანი დაკარგა საქართველომ…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას  ავრცელებს. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მომსახურების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი მაკა ლეჟავა. სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გადმოსაცემად, რასაც...

დაწვრილებითDetails

დღეს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდება

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

დღეს, აბუ დაბიში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს: „ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს....

დაწვრილებითDetails

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი დროა გადადებული საქმეების დასასრულებლად და ახალი გეგმების შესადგენად. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ სიჯიუტეს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო დღე სიმშვიდესა და სტაბილურობას გპირდებათ....

დაწვრილებითDetails

“დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი” – პროკურორი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი” – პროკურორი
მთავარი

დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, - ამის შესახებ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა...

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. პროცესს ესწრებოდა, თავად ბრალდებულიც. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 017 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"