მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, შეიძლება, რამდენიმე საათში კრიტიკულზე კრიტიკული გახდეს.
ის კონსილიუმის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.
“მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის.
მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა: წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე და არ უნდა არაფრის გაკეთება ამ დაწესებულებაში. მედიკოსების ჩარევა არ არის ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, ეს იყო ადრე დაგეგმილი ვიზიტი.
ბატონმა პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე ყველა წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს.
თავის ტკივილი ამ წუთში არაფერს ნიშნავს, ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული.
პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე იმ მინერალების და წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის ნორმალურ ყოფნას.
ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში.
მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ.
მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, არა დღე არ იქნება. დაუყოვნებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევა და ამ საკითხის გადაწყვეტას”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს.