საქართველოს მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.
“ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანომობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.