მეტეოროლოგი და ამინდის პროგნოზის წამყვანიკობა ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა – გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოაცხადა.
- კობა ფარტენაძე გუშინ, ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლების შესაბამისად 17 აგვისტოს დააკავეს. გუშინვე კობა ფარტენაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ კობა ფარტენაძეს 2026 წლის 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა უწყებაში ამ დრომდე ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
კობა ფარტენაძეს მანამდე, ბათუმში, 10 აგვისტოს ქუჩაში დაემუქრნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს.










