საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვირებით შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართავენ. განცხადებაში აღნიშნულია, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. დიპლომატები წერენ, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. არ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების საკმარისი დაცვა. მეგა ტვ-ს გადამღები ჯფუფი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩების განაცხადებებს და 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევროს ნაცვლად 120 000 ევრო შეცდომით გადასცა
ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევროს ნაცვლად 120 000 ევრო შეცდომით გადასცა - მათ ფული უკან დააბრუნეს: "12 000 ევრო მოვითხოვეთ, რომ ბანკში მოეცათ. დაგვითვალეს და გამოგვატანეს.მთელი...








