იმ ფონზე როცა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება, ბაზრში დასაქმებულებისათვის ვაჭრობა კიდევ უფრო რთული ხდება. მეგა ტვ-ს გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რა ვითარებაა ნინოშვილის ბაზარში, მოვაჭრეების თქმით ხალხს უჭირს, რის გამოც მყიდველების რაოდენობა უფრო და უფრო იკლებს. ნინოშვილის ბაზრის მოვაჭრეები მყიდველების შემცირებას მარკეტების სიმრავლესაც უკავშირებენ, მათი თქმით ბაზარი დიდმა მარკეტებმა ჩაანაცვლა. ქვეყანაში ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისია, რის გამოც გაღატაკებული ხალხი კიდევ უფრო ღატაკდება. მოქალაქეების თქმით თუ არსებული ვითარება დროულად არ შეიცვლება ადამიანები იძულებულნი გახდებიან ქვეყანა დატოვონ, ლუკმაპურის საშოვნელად უცხო ქვეყანაში გადაიხვეწონ.
ქუთაისში მოზარდს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა
დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ,,დღეს მე-13 სკოლასთან...









