LIVE TV
ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამირან გამყრელიძე – ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება

დაპოსტა 2020/04/25-ში
68
ნახვა
გაზიარება

ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. გეგმაში გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე სტატისტიკა იმის გამო გვაქვს, რომ ტესტირება სათანადო რაოდენობით არ ტარდება.

„ეს ნამდვილად არასწორია, ჩვენი ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის განსზღვრებას მიჰყვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მიზანდასახულად ვტესტავთ იმ ჯგუფებს, ვინც ამას ექვემდებარება. ყველა შესაძლო შემთხვევა ქვეყანაში იტესტება. ჩვენთან მიზანდასახული ტესტირება ტარდება. წარმატებული ქვეყნები, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა, ეყრდნობიან ე.წ. ოქროს სტანდარტს, ანუ PCR ტესტირებას, თუმცა, ჩვენი ალგორითმის მიხედვით, საჭიროა, იყოს როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ეტსტებიც, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის ამ PCR ტექნოლოგიებით ხდება. ჩვენ ქვეყანაში ყველა შესაძლო შემთხვევა იტესტება და იტესტებოდა PCr ტექნოლოგიებით.

სიტყვა აგრესიულს არ ვიყენებ, გაფართოეულ ტესტირებას ვამბობ – რეკომენდაციაა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად მოჭერით, საკარანტინო ღონისძიებებს არბილებს და იცით, რომ ეს საქართველომაც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად ორი მიმართულება იყოს. ერთი – PCR ტექნოლოგიებით ტესტირება გაფართოვდეს, ანუ მეტი მოსახლეობა მოვიცვათ და მეტი ე.წ. შესაძლო შემთხვევები, მეტი რისკჯგუფები გამოვავლინოთ და მეორე, ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაში იყოს, რომ ყველა გამოვლენილ შემთხვევას დროულად უმკურნალონ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, გუშინ დაახლოებით, 920 გამოკვლევა ჩატარდა.

„ტესტირების სერიოზული გაფართოება ბოლო ერთი კვირაა დავიწყეთ, ანუ ყოველდღიურად ვუმატებთ ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობას. თავიდან, თუ ტესტირება 3 ლაბორატორიაში ტარდებოდა, მერე 2 დავამატეთ. გუშინწინ, გუშინ კიდევ 5 დავამატეთ. თუმცა, ჯერჯერობით მაინც ძირითადი დაწოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ ლაბორატორიაზეა. ახლა უკვე 10 ლაბორატორია გვაქვს და თუ არ ვცდები, გუშინ, მაქსიმუმი გვქონდა – 920 გამოკვლევა ჩატარდა, მაგრამ იმის წინა დღეს 750-800-მდე იყო, იმის წინა დღეს 700, ანუ ბოლო ერთი კვირაა PCR ტექნოლოგიებით გამოკვლევა ფართოვდება. განსაკუთრებული აქცენტი მაღალი რისკის ჯგუფზე – ჩემ კოლეგებზე გავაკეთეთ, რადგან 30-მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიზიანდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და 456 შეადგინა, რასაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს. აღნიშნული განცხადების კონტექსტში ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინფიცირებულთა რეალურ შედეგებს მალავს.

თეგები: ახალი კორონა ვირუსიტესტირება
გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

“მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი” -ურსულა ფონ დერ ლაიენი

სექტემბერი 29, 2025
27
მთავარი

მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი...

დაწვრილებითDetails

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი – ექსპერტის განმარტება

სექტემბერი 29, 2025
511
მთავარი

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 29, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი – ასტროლოგების პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
33
მთავარი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე. 0 და 1...

დაწვრილებითDetails

“ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი  ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა”- ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სექტემბერი 29, 2025
20
მთავარი

ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თავად...

დაწვრილებითDetails

“ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის”- სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს

სექტემბერი 29, 2025
18
მთავარი

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „პროევროპული საქართველო თქვენს გვერდით...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს სამი ნიშანი ქალებში, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები აქვთ

სექტემბერი 29, 2025
23
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი ქალებში, რომლებსაც თანდაყოლილი ჯადოსნური შესაძლებლობები აქვთ. ისინი მაშინვე ვერ აცნობიერებენ, რომ აქვთ ასეთი უნარები, სანამ არ დაიწყებენ ირგვლივ ყველაფრის განადგურებას. მორიელი შენი ჯადოსნური ძალები განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე – ოქტომბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2025
866
მთავარი

2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, 1-ელი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სექტემბერი 29, 2025
18
მთავარი

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ათეულობით მძიმე ტექნიკა. ადიდებულ მდინარეებზე ნაპირსამაგრი ჯებირები ეწყობა. დროებითი საყრდენით ამოავსეს დაზიანებული ხიდი და ამ დროისთვის სოფელ ბაისუბანთან სამანქანე მოძრაობა აღდგენილია. ზარალის ზუსტ...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
444
მთავარი

ვერძი დღე ხელსაყრელია კარიერული წინსვლისთვის. თამამად გამოხატეთ იდეები და იმოქმედეთ რწმენით. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო. კარგი დროა ოჯახურ გარემოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ტყუპები კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები წარმატების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».