გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-ბალიანი შტორმული ღელვა.
“მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარ-პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე – საშუალო,” – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.