ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში მოახლოებული არჩევნების შესახებ იმსჯელებენ. მოსმენა 23 ივლისს არის დაგეგმილი. კონგრესში ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები შეიკრიბებიან. მათგან ნაწილი უკვე იმყოფებოდა საქართველოში.
მომხსენებლები დეტალურად განიხილავენ თუ როგორი უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა 2024 წლის უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ არჩევნებთან მიმართებაში.
ამერიკა არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, რომელმაც უკვე დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან , რომ ამერიკის რიტორიკა იქნება მკაცრი და სწორხაზოვანი.










