როგორც BBC იტყობინება ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს ნივთების კოლექცია აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა . აუქციონზე ჯამში 174 ნივთი იყო წარდგენილი, მათ შორის პირადი ფოტოები, ცეცხლსასროლი იარაღი, სამკაულები და ავეჯი. ყველაზე პოპულარული ლოტი კაპონეს პისტოლეტი გახდა, რომელიც 860 000 დოლარად გაიყიდა. 1931 წელს კაპონე გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს და 11 წელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალ კაპონე ციხიდან 1939 წელს გათავისუფლდა, 1947 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
აუქციონზე გაყიდული ნივთები მისი ოჯახის მფლობელობაში დაახლოებით 75 წლის განმავლობაში რჩებოდა..