“კონსერვატიული პარტიის” ლიდერი, ზვიად ძიძიგური საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს, რომ მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება დამამცირებელია.
“პატიმრის დამცირება და უღირსად მოქცევა მის მიმართ, ეს არც ქართულია, არც კაცური, არც ქრისტიანული და არც ადამიანური.
ამაზე მეტი რაღა უნდა იკადრონ?!
სააკაშვილი ასეთ რამეებს რომ აკეთებდა იმიტომ შეცვალა ხალხმა თავის დროზე”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “tv პირველთან”.










