ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად საერთო მამულს შეინარჩუნებს.
„თუკი გვსურს, რომ კვლავ ძმები გავხდეთ, არ უნდა ველოდოთ ზეწოლას დასავლეთიდან. ვისწავლეთ გაკვეთილი და გავაკეთეთ დასკვნები. მე და რუსეთის პრეზიდენტმა ეს დასკვნები გავაკეთეთ. არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა, რა სისულელეზე საუბრობენ ისინი აქ მოედნებზე. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს საერთო მამულს, ჩვენი საერო მამული იქაა, სადაც ერთი ფესვის ორი ერი ცხოვრობს. ეს მამული ბრესტიდან ვლადივოსტოკამდეა,“ -განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.1 % მიიღო. ისინი ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ









