LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი

ალბათ, ძალიან ადვილი მისახვედრია დრამატურგია, რომელიც აქციებთან დაკავშირებით ვითარდება-ნინო წილოსანი

დაპოსტა 2024/05/13-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება – ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაზეც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის აზრით, აქციას ძალადობრივი სახე აქვს მიღებული.

“ალბათ, ძალიან ადვილი მისახვედრია დრამატურგია, რომელიც აქციებთან დაკავშირებით ვითარდება. ფაქტობრივად გაწერილი სცენარი არის, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი დღე ეს აქციები უნდა იყოს ძალიან მშვიდობიანი, ამაღლებულ ნოტაზე, ლამაზი ფოტო-ვიდეო მასალა უნდა დაიდოს და ემოცია უნდა გამოიწვიოს ხალხში იმისთვის, რომ პროცესმა უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს და ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ უბინძურეს საქმეში მონაწილეობენ, ხოლო მეორე დღეს, გრძელდება ძალადობრივი ქმედებები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც წილოსანი აცხადებს, დღეს დილიდან აქციის მონაწილეები სახელმწიფო ორგანოს მუშაობაში უშლიდნენ ხელს.

“საპარლამენტო მუშაობის ხელშეშლა არ ჯდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში. ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. არავის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავებს არ აქვთ სურვილი, რომ რაიმე დაპირისპირება ან კონფლიქტი შეიქმნას აქციის მონაწილეებთან. ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც იყო ეს თხოვნა განხილული. აქციის მონაწილეების მხრიდან ვერ იქნა თავიდან არიდებული დაპირისპირების გამოწვევა იმიტომ, რომ მათი რეალური მიზანია, ეს დაპირისპირება ჩანდეს კადრში. ეს კადრები გავიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ემოცია გამოიწვიოს და გარკვეულწილად, როგორც ქვეყანას, ასევე მთლიანად პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს“, – აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ წყობიდან უნდა გამოიყვანონ პოლიცია და იმოქმედონ ფიზიკურად, არ არის ნორმალური და არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან.

“ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს. აქციას აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი ხასიათი. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც პოლიციელების მხრიდან პირიქით ყოფილიყო გადაკვეთილი ეს ზღვარი მას შემდეგ, რაც პირიქით, აქციის მონაწილეები ახდენენ პოლიციაზე თავდასხმას და შეურაცხყოფებს, როგორც ფიზიკურს, ასევე სიტყვიერს. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ერთვება თავდაცვის რეჟიმში პოლიცია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელიც მერამდენე კვირა გაუსაძლის პირობებში იცავს თავის უფლებამოსილებას, ქვეყანას, თავის სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებს და ამ ადამიანებს უწევთ მართლწესრიგის დაცვა ასეთ აუტანელ პირობებში, როდესაც მთელი ეს დაჯგუფებები მოქმედებენ ძალიან კარგად გაწერილი სცენარებით, რომელიც სახელმძღვანელოებად არის ფაქტობრივად ქცეული. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიდეო იყო გავრცელებული და არაერთი განცხადება, ყველა სხვა ადამიანის პოსტები იქნება ეს თუ ა.შ. რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ უნდა დაღალონ, უნდა გამოიყვანონ წყობიდან პოლიცია, იმოქმედონ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ რაღაც შეცდომა დააშვებინონ. ეს არ არის ნორმალური. ეს არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან. არ მგონია, რომ რომელიმე ახალგაზრდა, რომელიც კონკრეტულ პარტიულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, შეიძლება ერთვებოდეს პროცესებში და არ იაზრებდეს ძალიან ნეგატიურ მხარეს მთელი ამ აქციების,“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – გური დადიანიძის საქმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი - თემაზე ტიკტოკერი ელენიკო რუხაძე საუბრობს. „გურიკას ამბავზე რამდენიმე სიახლით დაგიბრუნდით. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევხვდით...

დაწვრილებითDetails

თუ უნდათ, ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა, სხვაგვარად შეუძლებელია – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ პრობლემა ევროპასთან, ევროკავშირთან და იმ იდეასთან არ გვაქვს, რომელიც სინამდვილეში ევროკავშირს უკავშირდება, ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს, დაბრძანებულია ბორჯომთან ახლოს, სოფელ ვარდგინეთში. მიღების დღეებია: პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით. ხოლო, სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით არის თბილისში. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მამა გაბრიელის სახლში, სადაც დედა პარასკევა...

დაწვრილებითDetails

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
მთავარი

ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც აბაშაში მომხდარი ავარიის დროს მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი​ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ვიდეოს და ემოციურ პოსტს აზიარებს: „მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი თავიდან. რამდენი გზა გავიარე საკუთარ...

დაწვრილებითDetails

როდემდე გასტანს კარგი ამინდი და რა პროგნოზი აქვთ სინოპტიკოსებს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსების თქმით, ამინდის გაუარესებას 15 სექტემბრიდან უნდა...

დაწვრილებითDetails

სურდო, ხველა და სიცხე – რომელი ვირუსები აქტიურდება შემოდგომაზე

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როდის უნდა მივიდეთ ექიმთან სურდოს გამო?
მთავარი

სკოლებისა და ბაღების დაწყებასთან ერთად მშობლების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ისევ სეზონური ინფექციებია. სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და სიცხე  ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შემოდგომის დადგომასთან ერთად ბავშვებსა და უფროსებში საკმაოდ ხშირად...

დაწვრილებითDetails

აბიტურიენტებისთვის ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და...

დაწვრილებითDetails

იმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო...

დაწვრილებითDetails

9 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა 4 ჭიათურელი მაღაროელის განაჩენი ძალაში დატოვა. ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"