საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელიც კორონავირუსსს ებრძვის, სოციალურ ქსელში მძიმე პოსტს აქვეყნებს.
“ჯერჯერობით ისევ რეანიმაციაში ვარ, იუმორი არ მყოფნის, მეც კაი მშიშარა ვყოფილვარ.
დღეს დილით იბრძოდა პაციენტი ჩემს პალატაში და მასთან მთელი მედპერსონალი. წამი და დამთავრდა!
ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში. მთელი სავადმყოფო ახველებს, ბოროტ მულტფილმებში რომ ქუხს შენობები და ზანზარებს.
ესეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს.
აიცერით რა!”, – წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში










