“აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე” – ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართება.
მედიის წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ 15:00 საათზე შეიკრიბებიან და პროტესტს დუმილით გამოხატავენ.
უკვე მე-11 დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს. ქუჩებში არ წყდება მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება. დაშავებულია 30-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. გუშინ ღამით, ნიღბიანი პირები, პირდაპირ ეთერში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს.










