ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცდელი ვადით, ტრანსპორტის ახალი სვლაგეზი დაინიშნა – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
“ქუთაისის მერიისა და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცდელი ვადით, დაინიშნა ახალი სვლაგეზი.

N47 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ავტომშენებლის გამზირი #53-დან ( „ჰუალინგის“ მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, ხარებავას ქუჩის კვეთასთან) და იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ავტომშენებლის გამზირი – ბუკიას ქუჩა – ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა (24-ე საჯარო სკოლა) – ავტომშენებლის გამზირი – ირაკლი აბაშიძის გამზირი – შერვაშიძის ქუჩა – ირაკლი აბაშიძის გამზირი – ავტომშენებლის გამზირი – ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა – ბუკიას ქუჩა – ავტომშენებლის გამზირი – ავტომშენებლის გამზირი #53 ( „ჰუალინგის“ მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, ხარებავას ქუჩის კვეთასთან).
ახალი, საცდელი სვლაგეზი განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება 24-ე, 32-ე, 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.” – ნათქვამია გაბრცელებულ ინფორმაციაში.